შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 16:30 16.12, 2020 წელი

„თბილისელების“ მკითხველს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პასუხობს ⭐
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 19 ივლისს, დილის 9 საათზე. გვაინტერესებს, რომელ პროფესიას დაეუფლოს და რა პერსპექტივები ექნება ცხოვრებაში?
პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ რაღაც დროით იქ წასვლა მისთვის აუცილებელია. იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, შეუძლია, სამშობლოშიც მიაღწიოს წარმატებას. პროფესიებიდან კი კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტის სფერო, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფიის სფერო, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი ძალიან დიდია.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 12 მარტს, ღამის პირველ საათსა და ოც წუთზე. არის თუ არა ჩემი კარმული მისია უცხოეთი და რომელ პროფესიაში მელის წარმატება?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის შოვნა წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია – იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან