შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 15:53
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 21 ოქტომბერს, შუადღის 4 საათსა და 05 წუთზე. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, გახდეთ მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, დისციპლინირებული, მარტოხელა მებრძოლი. ასევე, უნდა იყოთ მაქსიმალისტი და სერიოზულად უნდა მიუდგეთ საქმეს, პატივი სცეთ ტრადიციებსა და ადათ-წესებს, ყური უგდოთ უფროსების რჩევებს. ესაა თქვენი წარმატების მომტანი ფაქტორები და კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.
კითხვა: დავიბადე 1967 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. თუ გამიმართლებს და კერძოდ, რომელ ქვეყანაში?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ეგვიპტე, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი ნაწილი, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი და ნორვეგია. ყველა ამ ქვეყანაში, თუ მოთმინებასა და შრომის უნარს გამოავლენთ, წარმატებები გელით.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 6 სექტემბერს, დილის 8-9 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღები და კარგია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაი, ავსტრია, ბრაზილია, პორტუგალია, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





