შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 15:40
კითხვა: დავიბადე 2008 წლის 10 მაისს, დილის 9 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, სადაც შეხვალთ, სტაბილურობა შეიტანოთ. ეს ეხება როგორც სამსახურსა და ოჯახს, ისე სამეგობრო წრესაც. ირგვლივ სიმშვიდესა და ჰარმონიას უნდა აფრქვევდეთ და არა აგრესიას და დეპრესიას. უნდა დაეყრდნოთ ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფულობას და მოთმინებას. მოთოკეთ საკუთარ თავში ნეგატიური თვისებები, კერძოდ, სიჯიუტე და სიზარმაცე.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 17 ივლისს, ღამის 3-ის ნახევრიდან 3 საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო აპარატის ზემაღალი სტრუქტურები, ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო საქმიანობა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, სამასაჟო საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია და სტომატოლოგია. კარგია გასართობი ინდუსტრია, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




