შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 17:10
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 18 თებერვალს, დილის ოთხ საათზე. გთხოვთ გვირჩიოთ, რომელ პროფესიაში მოსინჯოს ბედი, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოს?
პასუხი: მინდა გითხრათ, რომ თქვენი გოგონასთვის აუცილებელია უცხოეთთან კონტაქტი. ეს მისი კოსმიური მისიაა. წარმატების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: პოლიტიკის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოები, საკონსულოები, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, საგადასახადო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, ოკულტიზმის ფართო სპექტრი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2013 წლის 14 თებერვალს, დღის 1 საათსა და 32 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ექნება წარმატებები სამომავლოდ?
პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: მედიცინა, კერძოდ, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, საიუველირო ბიზნესი, იურისპრუდენცია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი სფერო. მის კარმულ მისიას კი წარმოადგენს ის, რომ გახდეს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეუპოვარი, მომთმენი, ასევე, უნდა გამოავლინოს ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, შეეძლოს საქმეში შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ინტუიციას, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზასა და გამოცდილებას. სწორედ ეს არის მისი წარმატებების საწინდარი სამომავლოდ და ასევე, კარმულ-კოსმიური მისიის შესრულების გზა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



