ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 15:13

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 30 ოქტომბერს, დილით 6 საათისკენ. მინდა, წავიდე უცხოეთში და იქ მოვსინჯო ჩემი ძალები. თუ მირჩევთ გამგზავრებას და კონკრეტულად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც ცუდია და არც კარგი, საშუალოა. ამიტომ, გარკვეული დროით იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღები და წარმატების მომტანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, აფრიკის ჩრდილო და დასავლეთი მხარე, უზბეკეთი, გერმანია, მალაიზია, სირია, კუბა, მექსიკა, ნორვეგია და უნგრეთი. თუ მომავალში უცხოეთში აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ამ ქვეყნებს შორის ამოარჩიოთ თქვენთვის სასურველი, რათა ადვილად გადალახოთ პრობლემები და წარმატებებს მიაღწიოთ უცხო მხარეში.

კითხვა: დავიბადე 2009 წლის 25 აგვისტოს, დილის 10 საათსა და 48 წუთზე. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი – პედიატრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი