შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 14:11
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 8 მაისს, დილის 6 საათზე. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: კარგია: ირლანდია, უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, არგენტინა, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, შვედეთის დასავლეთი მხარე, მექსიკა, კუბა, უნგრეთი.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2010 წლის 6 დეკემბერს, საღამოს 7 საათსა და 46 წუთზე. რომელ სფეროში ელის წარმატება?
პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებული: მედიცინის ფართო სპექტრი, კერძოდ, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, სადალაქო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა. თუ შრომისუნარიანი იქნება და გამოავლენს მოთმინებას, ამით გადალახავს წინაღობებსა და პრობლემებს და წარმატებებს მიაღწევს საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობაში, სამართალდამცავ ორგანოებში, უშიშროების სფეროში, პედაგოგიკასა და მშენებლობაში.
კითხვა: დავიბადე 1972 წლის 19 მაისს, დაახლოებით, დილის 6-7 საათზე, ზუსტად არ ვიცი. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა პატრიოტიზმი. პატივი ეცით წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ასევე, დაამყარეთ სტაბილური ურთიერთობები საოჯახო, სანათესაო წრეში. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია, სიმშვიდე და არა აგრესია და დეპრესია. გამოავლინეთ დიპლომატია ურთიერთობებში, დაეყრდენით ინტუიციას, ხარჯეთ ფული ყაირათიანად. გამოავლინეთ ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა და დისციპლინა. ამ თვისებების გამოვლენით თქვენ კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



