ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№51

ავტორი: „თბილისელები“ 19:49 01.01

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 19 სექტემბერს, დილის 5 საათსა და 24 წუთზე. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთი, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია და ავსტრია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, კოსმეტიკური ინდუსტრია, სალონები, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 2009 წლის 3 მაისს, დილის 8 საათსა და 45 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ქორეოგრაფია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი