ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№52

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 08.01

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 21 ივნისს, შუადღის 2 საათსა და 15 წუთზე. რომელ სფეროში ვიქნები წარმატებული და მექნება მეტი შანსი, მივაღწიო სასურველ მიზნებს?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 20 მაისს, დილის 7 საათსა და 30 წუთზე. გამიმართლებს თუ არა უცხოეთში და რომელი ქვეყნებია ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი ცოტა რთულია თქვენთვის. ამიტომ იქ წასვლა წინააღმდეგობების გადალახვის გარეშე შეუძლებელია, იქ არც დიდხანს ცხოვრებაა სასურველი. თუმცა, თუ სწავლა, გამოცდილების შეძენა ან კაპიტალის დაგროვება გსურთ, ამ მხრივ, იქ გამგზავრება შესაძლებელია. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: დანია, ინგლისი, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, მალაიზია, სინგაპური, პორტუგალია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთის ცენტრალური მხარე, ფილიპინები, ტაილანდი, ისრაელი, ფინეთი და სამხრეთ კორეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი