ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№46

ავტორი: „თბილისელები“ 41 წუთის წინ

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 1 ივლისს, შუადღის პირველ საათსა და 45 წუთზე. რომელ სფეროში მაქვს წარმატების მეტი შანსი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1962 წლის 14 მარტს, დილის შვიდიდან რვა საათამდე. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება ხასიათში არსებული ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას, როგორებიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი, გქონდეთ საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოთ დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვოთ თავისუფალი არჩევნის უფლება. ისწავლოთ ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში. სადაც საჭიროა, უნდა შეძლოთ სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება. უნდა დაეყრდნოთ უანგარო პრინციპებს. ამით შეასრულებთ თქვენს კოსმიურ მისიას დედამიწაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი