ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№40

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2012 წლის 14 მარტს, ღამის 11 საათსა და 45 წუთზე. რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანია მისთვის სასურველი პარტნიორი?

პასუხი: ქორწინებისთვის მისთვის მისაღებია ურთიერთობა ტყუპების, ვერძის, თხის რქის, კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე, ავიაციის სფერო. უცხოეთი მისთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, ესპანეთიდან კატალონიის მხარე, სან-მარინო, მონაკო, ჰავაის კუნძულები, ასევე, მისაღებია ავსტრია, მაგრამ შესაძლოა პრობლემები შეექმნას. თუ პრობლემებსა და ბარიერებს გადალახავს, მაშინ ამ ქვეყანაშიც კარგად აეწყობა საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა