ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 19:22

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2010 წლის 4 მარტს, ღამის 2 საათსა და 53 წუთზე. მაინტერესებს, რომელი სფერო იქნება მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. პროფესიებიდან კი კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმე, პედაგოგიკა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო საქმე, პოლიტიკის ფართო სფერო, მათ შორის პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ასევე, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში თქვენს შვილს წარმატების დიდი შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 5 დეკემბერს, დილის 9 საათსა და 10 წუთზე. რომელ ასტროლოგიურ ნიშანთან მექნება სასურველი თანაცხოვრება და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა კუროსთან, რომელიც მოგიტანთ სტაბილურობას; ქალწულთან, რომლის გონებამახვილობა გაგიტაცებთ; მორიელთან, რომლის შინაგანი სიმტკიცე მიგიზიდავთ; თევზებთან, რომლის სირბილე და ემოციურობაც თქვენ გაკლიათ. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა იყოთ მაქსიმალისტი, არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. დაეყრდენით ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა. იყავით მიზანსწრაფული, სერიოზულად მიუდექით ნებისმიერ საქმეს და გაიორმაგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი წარმატების შანსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა