შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:01 15.08

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 17 იანვარს, დილის 8 საათსა და 43 წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფულობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, დამოუკიდებელი მოქმედება. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით. დაიცავით ადათ-წესები და ტრადიციები, იყავით ერთგული ახლობლების მიმართ და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ, პატივი ეცით უფროსებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოაწესრიგეთ როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ურთიერთობები. ეს თქვენი კარმული მისიაა და წარმატების მომტანი ფაქტორებია ცხოვრებაში.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 10 მაისს, ღამის 11 საათსა და 15 წუთზე. რომელ სფეროში მელის წარმატება სამომავლოდ და რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ საიდუმლოს შენახვა და დაცვა, ურთიერთობებში დიპლომატიურობის გამოვლენა. იყავით დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. იყავით ფრთხილი და წინდახედული. იმოქმედეთ პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ასევე, იყავით ერთგული და პრაქტიკული. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: საქველმოქმედო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, ასტრონომია, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო, საარქივო, სამუზეუმო საქმიანობა, სამშენებლო სფერო, პედაგოგიკა, საბანკო საქმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან