ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 26 იანვარს, საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი სფერო ავირჩიო წარმატების მისაღწევად მომავალში?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ უნდა გახდეთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პრაქტიკული. გამოხატეთ ინიციატივა, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. წინა პლანზე წამოსწიეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყავით ოპტიმისტი, მაქსიმალისტი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი: გასართობი ინდუსტრია, ხელოვნების სფერო, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, სადალაქო საქმე, სამასაჟო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინიდან სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პოლიტიკა, სავაჭრო, ეკონომიკური, საფინანსო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა.

კითხვა: როგორი იქნება 2025 წელი 1994 წლის 18 სექტემბერს, დილის 7 საათსა და 43 წუთზე დაბადებული, დასაოჯახებელი მამაკაცისთვის სასიყვარულო და კარიერულ სფეროში?

პასუხი: 2025 წელი ამ პიროვნებისთვის კარგია, რადგან ეს წელი წარმატებების შანსს ნამდვილად აძლევს, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე, კარიერაში. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ, მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. მისი განვითარებისთვის და წარმატებებისთვის უცხოეთი აუცილებელია. სამშობლოში შესაძლოა, მეტი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვა მოუწიოს. ამიტომ, უმჯობესია, კონტაქტი უცხოეთთან. იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი კი სამშობლოში ცხოვრებას გაუიოლებს, სირთულეებსა და ბარიერებსაც ადვილად გადალახავს და პირად ურთიერთობებსაც მოიწესრიგებს. ასე რომ, ეს წელი მისთვის კარგია, უბრალოდ, საჭიროა კონტაქტი უცხოეთთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა