შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 24.07

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 12 მარტს, ღამის 11 საათსა და 45 წუთზე. რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანია მისთვის სასურველი პარტნიორი?
პასუხი: ქორწინებისთვის მისთვის მისაღებია ურთიერთობა: ტყუპების, ვერძის, თხის რქის, კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე, ავიაციის სფერო. უცხოეთი მისთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, ესპანეთიდან კატალონიის მხარე, სან-მარინო, მონაკო, ჰავაის კუნძულები, ასევე, მისაღებია ავსტრია, მაგრამ შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. თუ პრობლემებს და ბარიერებს გადალახავს, მაშინ ამ ქვეყანაში კარგად აეწყობა საქმე.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1994 წლის 6 ოქტომბერს, დილის საათებში. თუ არის უცხოეთი მისი კარმული მისია?
პასუხი: მისთვის უცხოეთი კარმული მისიაა. იქ დაგროვილი გამოცდილებით, კაპიტალითა და ცოდნით მან სამშობლოში უნდა გადალახოს ბარიერები და პრობლემები. თუ უცხოეთში არ უნდა წასვლა, შეუძლია, იმუშაოს სამშობლოში უცხოურ ფირმაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან