შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 11.07

კითხვა: ჩემი ბიჭი დაიბადა 2005 წლის 6 მარტს, ღამის 4 საათზე. მაინტერესებს, რომელი სფერო იქნება მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. პროფესიებიდან კი კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმე, პედაგოგიკა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო საქმე, პოლიტიკის ფართო სფერო, მათ შორის პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია; მედიცინიდან: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ასევე, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში თქვენს შვილს წარმატების დიდი შანსი აქვს.
კითხვა: დავიბადე 1973 წლის 8 მაისს, დილის 7 საათისთვის. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: აუცილებელია, ცხოვრებაში შეუპოვრობის, დისციპლინის, ორგანიზებულობის, მიზანსწრაფვის, მოთმინების, შრომისუნარიანობის გამოვლენა. იყავით მეტად პრაქტიკული. ნუ იქნებით ჯიუტი, ზარმაცი, უკონტროლო. ასევე, იყავით მეტად ფრთხილი. ყველგან და ყველაფერში უნდა იყოთ მაქსიმალურად წინდახედული. ეცადეთ, სტაბილური გახადოთ ცხოვრება – ოჯახში იქნება ეს თუ სამსახურში, სამეგობროსა თუ ნათესავთა წრეში, სადაც შეხვალთ, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ და არა დისჰარმონია და დეპრესია. ეს არის ის თვისებები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება.
კითხვა: ჩემი მეუღლე დაიბადა 1997 წლის 30 დეკემბერს, დღის 3 საათზე. რომელ სფეროში იქნება უფრო წარმატებული?
პასუხი: პროფესიებიდან მისთვის წარმატების მომტანი და მისაღებია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო საქმე, სოციოლოგია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან