ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.07

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 7 მაისს, დილით 6 საათისთვის. რომელ სფეროში მელის წარმატება სამომავლოდ და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ, საიდუმლოს დაცვა და შენახვა, ასევე, ურთიერთობებში დიპლომატიურობის გამოვლენა. იყავით დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე. ხარჯეთ ფული ეკონომიურად. იყავით ფრთხილი და წინდახედული. იმოქმედეთ პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ასევე, იყავით ერთგული და პრაქტიკული. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: საქველმოქმედო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, ასტრონომია, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო, საარქივო, სამუზეუმო საქმიანობა, სამშენებლო სფერო, პედაგოგიკა, საბანკო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 27 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით, 5-ის ნახევრიდან 5 საათამდე. ვაპირებ უცხოეთში გამგზავრებას და გთხოვთ მითხრათ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა ის არც ცუდია. დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, გერმანიის ბავარიის მხარე, უნგრეთი, კუბა და მექსიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა