ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№23

ავტორი: „თბილისელები“ 10:01 19.06

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 27 ნოემბერს, ღამის 3 საათსა და 45 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისიაა ის, რომ გამოავლინოს ისეთი თვისებები, როგორიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, შრომისუნარიანობა. უნდა შეძლოს ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების წარმოჩენა, ასევე, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. უნდა იყოს კომუნიკაბელური, კეთილშობილი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. ნუ გათქვამს საკუთარ საიდუმლოს. ჯერ ნაბიჯი გადადგას და შემდეგ თქვას. ეს ყოველივე მისთვის წარმატების მომტანია.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2001 წლის 15 მაისს, დილის 6 საათსა და 40 წუთზე. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?

პასუხი: მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეა მოსალოდნელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა