შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.06

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 24 მაისს, საღამოს 10 საათზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ მეტად იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამნაწილებელი, ასევე, პატივი უნდა სცეთ ტრადიციებსა და იერარქიულ სისტემას. დაასტაბილურეთ პროფესიონალური სფერო, ასევე, საოჯახო ურთიერთობები. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ ამისთვის. იყავით მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი, პასუხისგებით მოეკიდეთ საქმეს. ასევე, უნდა იყოთ მაქსიმალისტი. ამ თვისებების გამოვლენით დადგებით სწორ კარმულ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ. უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ქვეყნებიდან კი უმჯობესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე და ბელორუსია. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით შემდეგ ქვეყნებში: ბოსნია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ისლანდია, რუსეთის ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთ ნაწილი, სირია, ყირგიზეთი, თურქმენეთი და მაკედონია.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 15 მარტს, დილის 9 საათიდან 10 საათამდე. გთხოვთ, მითხრათ, რომელი პროფესიაა ჩემთვის მეტად წარმატებული?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო, რეჟისურა, დრამატურგია, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და მობილური ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან