ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.05

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 4 ნოემბერს, დილით 6 საათსა და 38 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი ქვეყნები და პროფესიებია ჩემთვის მისაღები, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება და ზოგადად, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიო ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, შრომისმოყვარე, შეუპოვარი, დისციპლინირებული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. თუ შექმნით სტაბილურ საოჯახო-სანათესაო კავშირს, პატრიოტულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს, დაიცავთ ტრადიციებს, დაეყრდნობით ინტუიციას, ნაკლებს ილაპარაკებთ და ისწავლით საკუთარი საიდუმლოს დაცვას, იქნებით მშვიდი და ჰარმონიული, ურთიერთობაში გამოიყენებთ დიპლომატიას, დაიცავთ სამართლიანობას, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მაშინ თქვენ კარმულ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ. პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებში კი თქვენთვის მისაღებია მშვილდოსანი, თევზები, კირჩხიბი, თხის რქა და ქალწული. არ არის სასურველი ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებულია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ისტორია, გეოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, პედაგოგიური მოღვაწეობა, სასტუმროების ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სალომბარდო საქმიანობა. თუ წინაღობებსა და ბარიერებს გადალახავთ, მაშინ თქვენთვის, ასევე, წარმატების მომტანი იქნება იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო და საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფიის ფართო სპექტრი. თქვენთვის უცხოეთი კარმული მისია არ არის. პირველ ყოვლისა, თქვენი ადგილი სამშობლოშია, თუმცა, თუ საშუალება მოგეცათ, რაღაც პერიოდი შეგიძლიათ, საკუთარი ძალები უცხოეთშიც მოსინჯოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთის შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იტალიიდან – ვენეციის მხარე, ნეპალი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამხრეთი აფრიკა. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით: ეგვიპტეში, სან-მარინოში, ესპანეთის კატალონიის მხარეში, ტიბეტში, მონაკოში, ლატვიაში, ეთიოპიაში, ჰავაის კუნძულებზე, გვატემალაში და ავსტრიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა