ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.04

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2009 წლის 15 მარტს, ღამის 1 საათსა და 15 წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის, დაეყრდნოს დადებითი თვისებების გამოვლენას, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო წრე. დაეყრდნოს ინტუიციასა და დიპლომატიას. შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.

კითხვა: შევიძინე ბინა, გავაკეთე რემონტი და მინდა ავეჯის ყიდვა და ახალ ბინაში განთავსება. მთვარის რომელ ფაზაშია კარგი ახალი ნივთის შეძენა და სახლში შეტანა?

პასუხი: სახლისთვის ახალი ნივთისა თუ ავეჯის შეძენა და შეტანა კარგია მთვარის აღმავალ ფაზაში, ანუ ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში, დაახლოებით, 12 დღის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა