შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 20.03

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 10 ივნისს, დღის 12 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან გამიმართლებს ქორწინებაში?
პასუხი: თქვენ „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან, მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები წაგადგებათ სასიკეთოდ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, ფულს ყაირათიანად დახარჯავთ, მეტ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. ასევე, იყავით მიზანდასახული, შეგეძლოთ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდექით. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს – დემოკრატიული, სხვებსაც დაუტოვეთ თავისუფალი არჩევნის უფლება, იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები, სადაც საჭიროა იმპროვიზებულად იმოქმედეთ. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან