ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№41

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.10

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 24 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე. რომელი სფერო მომიტანს წარმატებას და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიღიმებს მეტად იღბალი?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: სახელმწიფო ზემაღალი აპარატის სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული, ასევე, საიუველირო, ანტიკვარიატის ან სალომბარდე საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, პოლიტიკის სფერო, ხელოვნებიდან – თეატრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით შემდეგ სფეროებშიც: პოეზია, ლიტერატურა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გაზის ინდუსტრია. რაც შეეხება, უცხოეთს, თქვენი დიდი წარმატების ადგილი არ არის, თუმცა ის არ გეკრძალებათ და საშუალოდ წაგადგებათ. შესაბამისად, ქვეყნებიდან თქვენთვის კარგია: ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, პერუ, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, თურქმენეთი, რუსეთიდან სანკტ-პეტერბურგი. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით: იტალიის დანარჩენ ნაწილში, არგენტინაში, ბირმაში, ავსტრიაში, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ეგვიპტეში, ტიბეტში, სან-მარინოში, ესპანეთის კატალონიის მხარეში, მონაკოში, ლატვიაში, ეთიოპიაში, გვატემალაში, ჰავაის კუნძულებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა