ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№40

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.10

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 4 ივლისს, საღამოს 5 საათსა და 47 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ დაეყრდნოთ საკუთარ ხასიათში დადებითი თვისებების გამოვლენას. იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ფრთხილი და წინდახედული. ასევე, აუცილებლად უნდა იყოთ ერთგული და ირგვლივაც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. გახადეთ თქვენი ცხოვრება მეტად სტაბილური, დაეყრდენით ინტუიციას, ისწავლეთ საიდუმლოს შენახვა. ადამიანებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ დიპლომატია. ამ ყველაფრის გათვალისწინება წარმატებებს მოგიტანთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 2 სექტემბერს, გათენიისას 6 საათსა და 03 წუთზე. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მომიტანს წარმატებას ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენთვის ასტროლოგიური ქვებიდან კარგი და მისაღებია. ასევე წარმატების მომტანი მწვანე ან ყვითელი იასპი, ოპალი, ტოპაზი, აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 26 მაისს, ღამის 9 საათსა და 05 წუთზე. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები?

პასუხი: მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, პოლიტიკის სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო სფერო, სამასაჟო საქმე, სადალაქო ინდუსტრია, მედიცინიდან პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია. ასევე, გასართობი ინდუსტრია, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, მშენებლობა, უშიშროების სფერო, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 8 ნოემბერს, დღის 3 საათზე. რომელი ქვებია ჩემთვის მისაღები, რომ ვატარო სამკაულად და თან წარმატება მომიტანოს?

პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი ქვების ტარება: ოპალი, ზურმუხტი, ოქროსფერი ტოპაზი, მარჯანი, მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და ფირუზი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა