ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№35

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.09

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 19 სექტემბერს, დილის 6 საათსა და 35 წუთზე. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთი, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია და ავსტრია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 4 მაისს, დილის 8 საათსა და 5 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 17 ივნისს, შუადღის 2 საათზე. რომელ სფეროში ვიქნები წარმატებული და მექნება მეტი შანსი, მივაღწიო სასურველ მიზნებს?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ^ წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა