ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.07

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 15 ნოემბერს, დილის 6 საათსა და 45 წუთზე. მინდა უცხოეთში წასვლა და მუშაობა. თუ არის უცხოეთი ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და კერძოდ, რომელი ქვეყანა?

პასუხი: შეგიძლიათ, თქვენი ძალები მოსინჯოთ, თუმცა, დიდ წარმატებებს ნუ ელით. ქვეყნებიდან მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, პაკისტანი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 18 მაისს, დილის 5 საათსა და 20 წუთზე. ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის უფრო მისაღები სასიყვარულო ურთიერთობისთვის და რომელს მოვერიდო?

პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო სფეროში მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 20 სექტემბერს, საღამოს 10 საათისკენ. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთი, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ავსტრია, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, კუნძულები კორსიკა და სიცილია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა