შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.12, 2023 წელი

კითხვა: დავიბადე 2003 წლის 6 მარტს, ღამის პირველის ნახევარზე. რომელი სპეციალობა იქნება წარმატებების მომტანი ჩემთვის?
პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კავშირი. კარგია იქ გარკვეული დროით ცხოვრება, კაპიტალისა და ცოდნის დაგროვება. ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. პროფესიებიდან კი თქვენთვის სასურველია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი. ეს სფეროები წინა პლანზე წამოსწიეთ.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 19 ივლისს, შუადღის 2 საათზე. ვაპირებ ბიზნესის დაწყებას და გთხოვთ მითხრათ, მაქვს თუ არა წარმატებების შანსი ან რა სფეროში გამიმართლებს?
პასუხი: თქვენთვის კარგია საქმიანობა სამშობლოში და არა უცხოეთში. პროფესიებიდან კი სასურველია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; ნავთობისა და სასმელების ბიზნესი; მედიცინიდან – პედიატრია, ფსიქოლოგია; ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საბავშვო ბაღების ბიზნესი, ფოტოგრაფია, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა.
კითხვა: დავიბადე 1968 წლის 22 დეკემბერს, დღის 1 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და თქვენი კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების შერწყმა, როგორებიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი და სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია შეიტანოთ და არა დეპრესია, აგრესია. ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. უნდა დაეყრდნოთ კომუნიკაბელობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია – ზოგადად, საშუალოა. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან