შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.12, 2023 წელი

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2017 წლის 4 აპრილს, საღამოს ათის ნახევარზე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე და რა პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს წინდახედული, ფრთხილი, ორგანიზებული, შეუპოვარი, დისციპლინიანი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეძლოს სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სადაც შევა, შეიტანოს ჰარმონია, სილამაზე და არა აგრესია ან დეპრესია. უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ასევე, უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. ნებისმიერ საქმეს უნდა მიუდგეს პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით. პროფესიებიდან კარგია: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, ფოტოხელოვნება ან ბიზნესი, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, მედიცინის ფართო სპექტრი. მას, სწორედ, ამ სფეროებში აქვს წარმატების შანსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან