რომელი უარყოფითი და დადებითი თვისებები ჭარბობს თქვენს ხასიათში
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.05, 2021 წელი

ყველა თანხმდება, რომ უნაკლო და იდეალური ადამიანი არ არსებობს. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს აქვს ხასიათში უარყოფითი და დადებითი თვისებები. თუმცა, ის თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ინდივიდი საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოს, თავად კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული.
ვერძი – უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა და ენერგიული ხასიათი.
კურო – ძირითადი ნაკლი უაპელაციო სიჯიუტეში მდგომარეობს. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ცუდი თვისება – სიახლეების მიუღებლობა და შიში. რის გამოც, ბევრი კურო პროფესიული განვითარების შანსს ხშირად უშვებს ხელიდან. მათი დადებით თვისებები კი ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.
ტყუპები – ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებაა საშინლად ცვალებადი ხასიათი. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში, მესამეს აკეთებს. დადებითი თვისებები – ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზაა.
კირჩხიბი – უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა. ძალიან უჭირს, წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვებისა და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.
ლომი – ამ ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანის ხასიათში, გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახისკენ მიდრეკილება მიაჩნიათ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.
ქალწული – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობაა. მას ხშირად საყვედურობენ, ასევე, ანგარებიან დამოკიდებულებას გარშემო მყოფების მიმართ. დადებითი თვისება კი ის აქვს, რომ თავდადებულად ზრუნავს მათზე, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.
სასწორი – ნაკლი მერყევი ხასიათია. ხშირად თავად ვერ გაუგია, რა სურს. გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება პრობლემების მიზეზი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.
მორიელი – ხასიათში „ჩრდილოვან მხარედ“ შეიძლება, მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივი დროით გულში ჩადების ჩვეულება. თუმცა, დადებითი თვისებაც ბევრი აქვს – იგი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანია. არასოდეს ჩაგრავს ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.
მშვილდოსანი – ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი – მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათია.
თხის რქა – ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია სიჯიუტეც. დადებით თვისებებში კი აღსანიშნავია ერთგულების გასაოცარი უნარით, გამორჩული შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.
მერწყული – ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. დადებითი კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ის აქვთ, რომ უზომოდ ჰუმანურები და მეგობრულები არიან. არასოდეს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ მიუღებლობა სხვა რეგალიებისა თუ განსხვავებული ტიპის ადამიანების მიმართ.
თევზები – ნაკლი რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილებაა. უჭირთ, თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ. მათი დადებითი თვისებები კი თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და მოსმენის ნიჭია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან