ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორი გასავლელი იქნება 2022 წელი და რას გვპირდება ვეფხვის წელიწადი

№50

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.12, 2021 წელი

ახალი წლის ასტროლოგია
დაკოპირებულია

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, მომავალი 2022 წელი ვეფხვის წელიწადია, რომელიც მშვიდი და გაწონასწორებული ნამდვილად არ იქნება. ბევრი ადამიანი შეცდომას დაუშვებს, თუმცა ამ შეცდომების შედეგები და მასშტაბები ინდივიდუალური იქნება. ვეფხვი განზრახ შექმნის სტრესულ სიტუაციებს, რათა ისწავლოთ, როგორ გახდეთ უფრო ძლიერები.

ვეფხვის წელი 1 თებერვალს შემობრძანდება და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება. ორი მთავარი სიმბოლო იქნება: ხე – რომელიც დაგეხმარებათ სტაბილურად ყოფნაში და წყალი – რომელიც შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ვეფხვი ადამიანებში მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმს გააღვიძებს და აიძულებს, იბრძოლონ საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებებისთვის. რევოლუციონერი ვეფხვი ძალიან ბევრ ცვლილებასა და თავგადასავალს მოიტანს. თავად წელი კი ინოვაციური და აქტიური იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს მათ, ვინც მზადაა, ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიოს. ვეფხვი ერთგულ ნიშნად ითვლება, ამიტომ, ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. და კიდევ, სიმყუდროვე, ურთიერთგაგება, სიყვარული – ესაა ის, რასაც წელს უნდა ელოდოთ.

ვეფხვი მიზანსწრაფულ და აქტიურ ცხოველად ითვლება, ამიტომ, ცვლილებების პერიოდი იწყება როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, რაც ბევრისთვის წარმატებული იქნება. მათ, ვისაც მუშაობა არ ეზარება, განვითარებას და კარიერულ წინსვლას ჰპირდება. სიახლეების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს თქვენს ცხოვრებას გაცილებით ლამაზსა და ფერადოვანს გახდის.

წლის მბრძანებელ ვეფხვს სპონტანური და დაუგეგმავი შესყიდვები არ უყვარს. ნუ გექნებათ იოლი ფულის მოლოდინი, რადგან შემოსავალს მხოლოდ შრომითა და გონივრული მოქმედებით მოიპოვებთ.

მსოფლიოში მსხვილი ცვლილებები, საზღვრების შეცვლა, სამხედრო კონფლიქტები და დაპირისპირებები, სწორედ, ვეფხვის წელიწადში ხდებოდა. ასევე, ვეფხვის წლებში შეიმჩნევა თანამდებობიდან ხშირი გადადგომა, ახალი სახეების დანიშვნა, მოულოდნელი ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე. ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება, გააანალიზოს ადრე დაშვებული შეცდომები. მთლიანობაში, ვეფხვის წელი ხელს უწყობს მასების აქტიურობას და ახალი უშიშარი ლიდერების გამოვლენას. პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელია სკანდალები, დაპირისპირებები და ინტერესთა სფეროს შეჯახება, სამხედრო გადატრიალება, მოწინააღმდეგეების ძალადობრივი მეთოდებით მოშორება, კანონების შეცვლა. მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, ახალი მოვლენების მიმართ, წლის დასაწყისშივე. მათი მეშვეობით გასაგები გახდება, როგორ დაიწყება წელიწადი და როგორ დასრულდება.

ვეფხვის წელიწადში საგრძნობლად მოიმატებს ადამიანებში სექსუალურობა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი. წყვილებს შორის ურთიერთობა უფრო ვნებიანი და ემოციური იქნება. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობები, არასტაბილურ სახეს იძენს. ზოგადად, ვეფხვის წელიწადში წარმატება მათ დარჩებათ, ვინც შეძლებს კონკრეტული მიზნების დასახვას.

მომავალი წელიწადი კარგია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ის სასიკეთო ზეგავლენას მოახდენს ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ ძაღლის, ვეფხვის, ცხენის ან კატის წელიწადში. მშვიდ ცხოვრებას ჰპირდება თხის, ხარისა და დრაკონის წელში დაბადებულებს. სირთულეებს შეუქმნის მათ, ვინც მაიმუნის და გველის წელში დაიბადნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა