ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა დაიცვათ თავი მთვარის რთულ ფაზაში

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.04

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ჩვენს საცხოვრებელ ბინებში ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. როცა სახლში რაიმე ნივთს ადგილს უცვლით, ამით აუცილებლად ცვლით ცხოვრებაში რაღაცას. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რომელი ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს და მათ ანეიტრალებს. ამიტომ, თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისგან დამზადებული სამკაული. თუ ასტროლოგიური თვალსაზრისით ის თქვენი ლითონი არ არის, მაშინ ვერცხლის ნივთები ბინაში იქონიეთ და ასე აავსეთ საცხოვრებელი დადებითი ენერგიებით. სავსე მთვარის დროს შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ნივთები და ფიგურები ღია ფანჯარასთან ან აივანზე დააწყოთ, რათა ისინი მაქსიმალურად აივსოს მთვარის ენერგიით და მეტად აქტიურად ემსახუროს თქვენს ბინაში სასიკეთო ენერგიების მოზიდვას.

ასევე, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საცხოვრებელი ბინის მოწყობასა და გალამაზებას, ყოველ ნივთს თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინეთ, უსარგებლო ნივთები კი სახლიდან გაიტანეთ. ამით მეტ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ურთიერთგაგების ენერგიებს მოიზიდავთ და თქვენ გარშემო სასურველ და ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით, რაც თქვენივე წარმატებების გარანტი გახდება.

თუ დააკვირდებით, თვის გარკვეულ დღეებში ბევრი ჩვენგანი უჩივის მომატებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მგრძნობელობის მომატებას, ემოციის მოზღვავებას და ვერ ხვდება, რა შეიძლება, იყოს ყოველივე ამის მიზეზი. ბევრისთვის ცნობილია, რომ მთვარის ფაზები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და მის შინაგან სამყაროზე. ნერვიულობას, გაღიზიანებას, სისუსტესა და უძილობას რომ თავი დააღწიოთ, ამისთვის აუცილებელია, გაითვალისწინოთ და შეასრულოთ მარტივი ასტროლოგიური რეკომენდაციები:

* თუ სავსე მთვარის პერიოდია, საძინებელში სქელი ფარდები ჩამოაფარეთ, რადგან შესაძლოა, მთვარიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს არ მიირთმევთ და ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახას წვეთებისა ან აბების დალევა, რადგან ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, კარგია ამ მიზნით საძინებელში იის სურნელის სანთლის დანთება. ეს არომატი სტრესსა და დაძაბულობას ხსნის;

* მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამიტომ, მთვარის შევსების დღეებში დაიცავით წვენების ან ხილის დიეტა და ასე განტვირთეთ ორგანიზმი. ტკბილეულსა და ცომეულს კი მაქსიმალურად მოერიდეთ. ზოგიერთ ადამიანს სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი განსაკუთრებული ლტოლვა და სურვილი უჩნდება. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი, რადგან მისი სპეციფიკური სურნელი ტვინს მაძღრობის სიგნალს მიაწვდის. შედეგად, ტკბილეულზე მოთხოვნაც შესუსტდება და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებასაც ასცდებით;

* სავსემთვარეობის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიიღოთ შხაპი, მიირთვათ ცაცხვის ჩაი, საფეთქლები ლავანდის ზეთით დაიზილოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა