ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა დაიკლოთ მარტივად წონაში თქვენი ზოდიაქოს მიდრეკილებების მიხედვით

№30

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 07.08

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ასტროლოგიურ მიდრეკილებებს თქვენი დაბადების ზოდიაქოს მიხედვით.

თუ გეცოდინებათ, კვირის რომელ დღესაა კარგი თქვენთვის დიეტის დაწყება და რას უნდა მიაქციოთ ყურდღება ამ დროს, წონაში დაკლებას მარტივად, ჯანმრთელობის დაუზიანებლად შეძლებთ.

ვერძი – დიეტის დაწყების დღეა სამშაბათი. ერიდეთ ზედმეტ, არაბალანსირებულ და ღამით ჭამას. ყოველდღიურად მიიღეთ C ვიტამინი, ყავის ნაცვლად კი სვით ასკილის ჩაი. კარგია ფაფების ან ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტების დიეტები.

კურო – დიეტის დაწყების დღეა პარასკევი და დიდი ყურადღება მიაქციეთ კვებას. გამორიცხეთ მძიმედ მოსანელებელი პროდუქტები და უარი თქვით მაგარ ჩაიზე ან ყავაზე. დაიცავით დაბალკალორიული დიეტები.

ტყუპები – დიეტის დაწყების დღეა ოთხშაბათი. თქვენს რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები. შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით. მკაცრ და დაბალკალორიულ დიეტებს ნუ დაიცავთ. ხოლო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

კირჩხიბი – დიეტის დაწყების დღეა ორშაბათი. ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსის დაცვისთვის საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალციუმის ფტორიდს. ყველა ულუფა, უნდა იყოს ზომიერი. სწრაფად გახდომაში ყოველდღიურად კეფირის ან ხაჭოს მიღება და ასევე, რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ.

ლომი – დიეტის დაწყების დღეა კვირა. თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით, უჯრედისითა და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მონელების პროცესს და არ ჭამოთ ძილის წინ.

ქალწული – დიეტის დაწყების დღეა ოთხშაბათი. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია რკინის ფოსფატისა და კალიუმის სულფატით მდიდარი პროდუქტები. წონაში სწრაფად დაკლება თქვენთვის არ შეიძლება. წონის თანდათანობით კორექციისთვის კი გამოიყენეთ დანაწევრებული კვების სისტემა.

სასწორი – დიეტის დაწყების დღეა პარასკევი. ნუ მიირთმევთ მლაშე საკვებს. თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია პროდუქტები ნატრიუმის ფოსფორმჟავის შემცველობით. ხოლო მიკროელემენტები, რომლებიც ყოველი ჭამის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ, არის სპილენძი და ასევე, E ვიტამინი.

მორიელი – დიეტის დაწყების დღეა სამშაბათი. მოერიდეთ გვიან ჭამას. დღის განამავლობაში მიირთვით კალციუმის სულფატით მდიდარი საკვები და სვით მინერალური წყალი. კუჭი რომ არ გადატვირთოთ, საკვები დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ, მცირე ულუფებით.

მშვილდოსანი – დიეტის დაწყების დღეა ხუთშაბათი. თქვენი ჯანმრთელობის რესურსი მინერალურ მარილებშია, რომლებიც შეგიძლიათ, მინერალური წყლებით მიიღოთ. რაციონში კი აუცილებელია იმ პროდუქტების ჩართვა, რომლებიც სილიციუმს შეიცავს.

თხის რქა – დიეტის დაწყების დღეა შაბათი. თქვენს ორგანიზმს მეტი ფოსფატი და ფტორი ესაჭიროება. ერთ თეფშში ნახშირწყლებისა და ცილების შერევა არ შეიძლება. გამორიცხეთ დესერტი ჭამის შემდეგ.

მერწყული – დიეტის დაწყების დღეა შაბათი. თქვენი ორგანიზმისთვის, აუცილებელია მაგნიუმის ფოსფატი. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძემჟავა პროდუქტები. ყოველი კვება მსუბუქი, მცენარეული ზეთით შეკმაზული ბოსტნეულის სალათით უნდა დაიწყოთ.

თევზები – დიეტის დაწყების დღეა ხუთშაბათი. თქვენთვის არასასურველია ზედმეტი, ცივი და მშრალი საკვების მიღება, ორგანიზმის სითხით გადატვირთვა. აუცილებლად იკვებეთ ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა