როგორ უნდა ამოიცნოთ ადამიანის ხასიათი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.11, 2022 წელი

კეთილგანწყობა, ნდობა, პატივისცემა და სიყვარული რომ დაიმსახუროთ, ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. პრობლემების თავიდან ასარიდებლად კი დააკვირდით ადამიანის დაბადების დროს, მის სტიქიას და მასთან ურთიერთობა ისე დაგეგმეთ.
ყველა ადამიანი, დაბადების თარიღიდან გამომდინარე, დაკავშირებულია ოთხიდან ერთ-ერთ სტიქიასთან, რომელიც მისი ხასიათის მთავარ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, როგორ გამოიყენოთ ის თქევნ სასარგებლოდ, მაშინ ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას.
ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქია: ამ ადამიანების ყურადღების მოპოვება ადვილია. მოსწონთ მოწესრიგებულ ადამიანებთან ურთიერთობა. არ გააკრიტიკოთ, რადგან ყველაზე საფუძვლიან და რეალურ შენიშვნასაც კი ვერ იტანენ. ხშირად უთხარით კომპლიმენტები.
კირჩხიბი, მორიელი, თევზები – წყლის სტიქია: მაცდურები არიან, ემოციური ურთიერთობით შეუძლიათ, თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ. ძნელია მათი გონებისა და გულის დაპყრობა. თუ მოთმინებასა და დიპლომატიას გამოიჩენთ და მის თავისუფლებას არ შეზღუდავთ, ადვილად შეძლებთ მის შენარჩუნებას.
კურო, ქალწული, თხის რქა – მიწის სტიქია: მატერიალისტები არიან. ურჩევნიათ, ერთხელ დაინახონ და შეიგრძნონ, ვიდრე ათასჯერ გაიგონ და მოისმინონ. კარგი მეოჯახეები არიან. ამიტომ, თუ ეძებთ ცხოვრების ღირსეულ მეგზურს, ძლიერ, ლამაზ, მიზანსწრაფულ და კარგ მეორე ნახევარს, მაშინ ამ სტიქიის ნიშნის ადამიანზე შეაჩერეთ ყურადღება.
ტყუპები, სასწორი, მერწყული – ჰაერის სტიქია: ნუ გადახვალთ მათთან შეტევაზე. მათი მოხიბვლა მხოლოდ საინტერესო საუბრით, ინტელექტითა და არაორდინარული ხედვით შეგიძლიათ. ყურადღებას ნებისმიერ წვრილმანზე ამახვილებენ, ამიტომ, მათ გვერდით ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოთ.
ადამიანის ხასიათს მისი დაბადების წელიც განსაზღვრავს. მაგალითად, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად:
🔺 ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები, ძირითადად, ძლიერი და კეთილშობილი პიროვნებები არიან. უკეთესად ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მეტად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. შეუძლიათ, იყვნენ ამოუცნობები და ოპტიმისტები. ცდილობენ, გარშემო მყოფი ადამიანები თავის სასიკეთოდ „გადააკეთონ“.
🔺 ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებულები უცნაურობებითა და დამოუკიდებელი ხასითით გამორჩევიან. მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. სიყვარულში საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ. არასდროს აქცევენ ყურადღებას რჩეულის ეროვნებას, წლოვანებასა და გარეგნობას. არ ზღუდავენ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ. უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებსა და სირთულეებს.
🔺 კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები მშვიდები და პრაგმატულები არიან. ისინი იდუმალი შარმით გამოირჩევიან. პირად ცხოვრებასა და საქმეში წარმატებების მისაღწევად, ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების აზრს და აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები.
🔺ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულებს კი მოზღავავებული ენერგია და მეომრული სულისკვეთება ახასიათებთ. არიან მკაცრები და კონფლიქტურები. არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. უყვართ არაორდინარულ ადამიანებთან ურთიერთობა. გამუდმებით ძიებაში მყოფებს ძალიან სჭირდებათ სიყვარული და მხარდაჭერა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან