ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის მძაფრდება ტელეპათიის უნარი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნით დაბადებულ ადამიანში

№7

ავტორი: ნონა დათეშიძე 19:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

სასიყვარულო ურთიერთობებში ტელეპათიური შეგრძნებები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის სხვადასხვაა.

* ვერძებისთვის ტელეპათიური ნიჭი ძლიერდება 22 ივლისიდან 22 აგვისტომდე. ვერძი ტელეპათიურად კარგად იჭერს მის მიმართ გამოხატულ სითბოს – გრძნობს, ვინ არის მის მიმართ რომანტიკულად განწყობილი. ამიტომ, გირჩევთ, მეტი სითბო გამოხატოთ და ამით გააძლიეროთ მასთან სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა.

* კუროებისთვის ტელეპათიური ნიჭი ძლიერდება 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე. ისინი საუბრით გრძნობენ ტელეპათიურ გზავნილს და ხვდებიან, არის თუ არა მეორე ადამიანი მათ მიმართ რომანტიკულად განწყობილი. ის ტელეპათიურად სწორედ სიტყვების ინტონაციაში იჭერს სასიყვარულო განწყობას.

* ტყუპებისთვის ტელეპათიური ნიჭი 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე მძაფრდება. ისინი ტელეპათიურად ძალიან კარგად იჭერენ გრძნობებს. თავად არიან ამის ინიციატორები და რასაც გასცემენ, იმასვე იღებენ. მეორე ადამიანის რეაქცია კი ტელეპათიურად აჩვენებს, არის თუ არა ის მისთვის მისაღები.

* კირჩხიბებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე. შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ კირჩხიბებს ინტუიციურ დონეზე შეუძლიათ სხვა ადამიანების აზრების ამოცნობა. მასთან ერთად იფიქრეთ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებზე და ის ამას უსიტყვოდ მიგიხვდებათ.

* ლომებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე. ლომებთან სასიყვარულო ურთიერთობებში ტელეპათიური იმპულსები სიზმრის სახით მოდის და ამიტომ ღამის მინიშნებებს ამ დროს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

* ქალწულებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ძლიერდება. ქალწული საჭიროებს ხშირ კონტაქტებს. ასე ისინი უფრო კარგად გრძნობენ, არის თუ არა მის მიმართ რომანტიკულად განწყობილი მეორე ადამიანი.

* სასწორებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 იანვრიდან 19 თებერვლამდე. მათთვის საჭიროა ფიზიკური კონტაქტი, რათა ინტუიციურად დაიჭირონ და სწორად აღიქვან სასიყვარულო განწყობა.

* მორიელებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები 19 თებერვლიდან 21 მარტამდე ძლიერდება. ისინი აკვირდებიან ქცევას და ინტუიციურად და ტელეპათიურად ადვილად იჭერენ, არიან თუ არა მათ მიმართ სასიყვარულოდ და რომანტიკულად განწყობილნი.

* მშვილდოსნებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 21 მარტიდან 20 აპრილამდე. მშვილდოსანი აკვირდება მის გვერდით მყოფთა მანერასა და ქცევას ურთიერთობის დროს. ამით ისინი უსიტყვოდ იგებენ, ვინ უფრო რომანტიკულად არის მის მიმართ განწყობილი.

* თხის რქებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 აპრილიდან 20 მაისამდე. თხის რქები თავად გამოხატავენ გრძნობებს და ამის შემდეგ ტელეპათიურად ინტუიციით გრძნობენ, როგორ რეაგირებს მათი რჩეული. ამით ისინი ადვილად, ხვდებიან რამდენად ძლიერია მათ მიმართ გამოხატული სასიყვარულო გრძნობა.

* მერწყულებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 მაისიდან 22 ივნისამდე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ უნარი, ამოიცნონ სხვა ადამიანების აზრები, ტელეპათიურად შეაყვარონ მეორე ადამიანს თავი და გრძნობები ინტუიციურ დონეზეც კი იგრძნონ.

* თევზებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ივნისიდან 22 ივლისამდე. ისინი აკვირდებიან ემოციებს და ინტუიციურ დონეზე უტყუარ ინფორმაციას იღებენ. ტელეპათიურად კი ადვილად ხვდებიან, არის თუ არა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის მზად მეორე ადამიანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი