ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის ხდება მეუღლე მეორე ნახევრისთვის ენერგეტიკულად საშიში პიროვნება

№10

ავტორი: ნონა დათეშიძე 12:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, მათთვის ირგვლივ მთელი სამყარო იცვლება, ყველაფერი ვარდისფერი ხდება და ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ. ამ დროს კი არ არის გამორიცხული, ნებისმიერმა ისეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვას, რომელსაც ვერასდროს გამოასწორებს და ამით მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაიუბედურებს.

უზომოდ შეყვარებული ადამიანი უამრავ შეცდომას უშვებს და ამას თავად ვერ გრძნობს. არ არის გამორიცხული, სწორედ შეყვარებულმა ადამიანმა დაუშვას ისეთი შეცდომა, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება. ამიტომ, საკუთარ ბედს ასეთი დაღი რომ არ დაასვათ, სიყვარულის დროსაც ზომიერება უნდა დაიცვათ.

ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ასევე, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველი პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმაა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება. ეს კი მათ აახლოვებს და იცავს.

ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკული ველი აქვს და თუ შეყვარებული წყვილის ველები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მანამდე ჩასწვდეთ რჩეულის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ასე დაზღვეული იქნებით საბედისწერო შეცდომებისგან. რაც შეეხება სექსუალურ ლტოლვას და გამოცდილებას, ეს თანდათან მოდის. საკუთარ ენერგეტიკულ თავისებურებას კი ვერსად გაექცევით.

სულაც არ არის რთული იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები, მით უმეტეს, ვინ უნდა აირჩიოთ მომავალ მეუღლედ და სასიყვარულო პარტნიორად. მაგალითად, თუ თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობის დროს იღლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ენერგეტიკული ველები შეუსაბამობაშია, ანუ, თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ეს იმის დასტურია, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე შეგიძლიათ, მას გაუნაწილოთ და მისცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ, მიიღოთ და ეს თქვენში არასასურველ და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. საერთო ჯამში კი, ეს ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ შეუთავსებლობას იწვევს და სწორედ აქედან იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, ჩხუბი, დაძაბული სიტუაციები და ასე შემდეგ. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როდესაც წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, აურა, რომელიც მათ უფრო აახლოებს და იცავს უარყოფითი ენერგიისგან. ამ დროს ოჯახში მეტი სიმშვიდე, ჰარმონია და გაგებაა მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს შორის.

როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წინაპრებს, ოჯახს და რჩეულთან დამოკიდებულებაში საკუთარი გუნება-განწყობის ცვალებადობას. თავიდან თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ახალდაქორწინებულები თავს ბედნიერად გრძნობენ. მაგრამ, მერე სიტუაცია თანდათან იძაბება და ეს, ერთი შეხედვით, ბედნიერი წყვილი, სულ მალე ანგრევს ოჯახს და სკანდალურად შორდება ერთმანეთს. თუ არ ინგრევა, მაშინ ბავშვები ოჯახში გამუდმებით დედ-მამის ჩხუბსა და აყალმაყალს უყურებენ. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და თქვენი მომავალიც ბედნიერ გარემოში აღზარდოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი