ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რისი სიგნალია ადამიანისთვის წინათგრძნობა, სიზმრის ახდენა, გონების უეცარი გაცისკროვნება და რა გველის, თუ საკუთარი ქვეცნობიერის ნაკარნახებს არ დავუჯერებთ

№48

ავტორი: ნანა წერეთელი 17:08 30.11, 2020 წელი

წინათგრძნობა
დაკოპირებულია

არ არსებობს ადამიანი, მნიშვნელოვანი გადაწვეტილების წინაშე მდგარს შინაგანი კარნახის, ანუ ქვეცნობიერის ხმა არ „გაეგონოს“. მაგრამ ენდობა კი მის რჩევას?.. და თუ - ასეა, ან პირიქით - არ ითვალისწინებს, რას იღებს შედეგად? რა სიგნალს აწვდის ადამიანს საკუთარი ქვეცნობიერი - წინათგრძნობის, სიზმრის ახდენისა თუ გონების უეცარი გაცისკროვნების სახით და რატომ ცდილობს ის ამ დროს შინაგანი კარნახით მიღებული ინფორმაციის იგნორირებას... და აქვე, რას ნიშნავს ადამიანის უეცარი შეხვედრა საკუთარ ორეულთან, რომელიც სარკემ ან ფანჯრის მინამ აირეკლა, ამ საინტერესო მოვლენებზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე ც.
- წინათგრძნობა, სიზმრის ახდენა, გონების უეცარი გაცისკროვნება - ეს ყველაფერი სიგნალია, რასაც ქვეცნობიერი გვაწვდის. სამწუხაროდ, მას არ შეუძლია მთელი ხმით იყვიროს და „თავისი ხმა“ ასე გაგვაგებინოს! ჩვენ კი რას ვშვრებით ამ დროს? - მონდომებული ვართ, როგორმე მის ნაკარნახებს იგნორირება გავუკეთოთ და თუ მაინც, მოხდა ისე, რომ მივიღეთ - წმინდა გონების პოზიციიდან ვიწყებთ მის შეფასებას: რადგან მხოლოდ ასე ვცდილობთ ინტუიციური გადაწყვეტილების „დაკანონებას“ და თავის მართლებას საკუთარი პერსონის წინაშე... 
- გასაკვირია, რატომ? 
- ეს დამოკიდებულია იმაზე, რასაც ადრეული ასაკიდან ვავითარებთ: ინტელექტის, ლოგიკის, ანალიტიკური მონაცემების - სიტყვების სახით. ამ დროს  აქტიურად პროგრესირდება ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო (რომელიც ამ ყველა ფუნქციაზეა პასუხისმგებელი), მარჯვენა კი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ქვეცნობიერი, ინტუიცია და შემოქმედებითი აზროვნება - დამხმარეს არასახარბიელო როლს ასრულებს. და ეს არის განათლების ახლანდელი სისტემის დანაშაული: კაცობრიობა მრავალი საუკუნის წინ შებრუნდა „მარცხნივ“ და მხოლოდ ახლახან მივიდა დასკვნამდე, რომ მარჯვენა ნახევარსფერო სრულიად დაუმსახურებლად ჩააჩოჩა მეორე ადგილზე. თავად შეაფასეთ: ადამიანები განვითარებული ინტუიციით - ჭეშმარიტად იღბლიანები არიან. მათ ყველაფერში უმართლებთ - და არა იმიტომ, რომ ვარსკვლავები თუ ზეციური ძალები მფარველობენ, არამედ იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ინტუიციის კარნახით იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არიან მათ შორის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულებიც, რომელთაც შეუძლიათ, იწინასწარმეტყველონ მომავალი და ბანქოს დასტაშიც ყველა „კარტი“ ზეპირად განჭვრიტონ. 

- ექსტრასენსებზეა ლაპარაკი?
- რა თქმა უნდა, ექსტრასენსს ვგულისხმობ, რომელიც არც ჯადოქარია და არც თაღლითი. ის ზემგრძნობიარე ადამიანია - ეს არის და ეს (ასე ითარგმნება ტერმინი - იდუმალი ლათინურიდან). სხვათა შორის, უამრავი სამეცნიერო აღმოჩენა სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მარჯვენა ნახევარსფერომ მუშაობა გამოასწორა - თუნდაც ნიუტონის ცნობილი ვაშლი ავიღოთ მაგალითად. აქ პროცესი ასე განვითარდა: თავიდან გონება გაბრწყინდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაშალა ადამიანმა მის სხივებქვეშ ფაქტის დამამტკიცებელი ბაზა.
- მაგრამ, დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ...
- ასეთ ისტორიას გავიხსენებ. დიდების მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი ქალბატონი მივიდა დასკვნამდე, რომ ფირმა მგლის კანონებით მუშაობდა. უფრო სწორად, ამას მოგვიანებით მიხვდა, თავიდან კი, უბრალოდ რაღაც არ მოეწონა. მისმა ცნობიერებამ საეჭვო არაფერი დააფიქსირა, მაგრამ ქვეცნობიერმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას აღბეჭდავს, მაშინვე განგაში ატეხა. მაინც რა დაინახა ასეთი საეჭვო? ნებისმიერი რამ: არაკეთილმოსურნე მზერა, შეჭმუხნილი წარბები, ნერვიული ქმედებები - როცა ადამიანი კონკრეტულ ამოცანაზეა კონცენტრირებული (ამ შემთხვევაში, მოსაუბრეზე), ამგვარი ნიუანსებისთვის არ სცხელა. უფრო სწორად, ცნობიერება ამაზე აქცენტირებას არ ახდენს. აი, ქვეცნობიერი კი წვრილმან დეტალებსაც იჭერს, მთლიან სურათს ხატავს და თუ თავად არ დაბლოკეთ ის, აუცილებლად საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ.
- ალბათ, ქვეცნობიერ სიგნალს არ უკავშირდება, მაგრამ გამიგია, რომ ადამიანი თავის ორეულს ხვდება და ეს რის სიგნალია?
- დიახ, არის ასეთი მოვლენაც: ფანჯარასა თუ სარკეში არეკლილი საკუთარი ფიზიონომია იმდენად ცხადია, რომ ადამიანში შოკს იწვევს. როგორც ამბობენ, ეს გარდაუვალი სიკვდილის წინასწარმეტყველებააო. ზოგჯერ ასეთ ორეულს აღწერდნენ როგორც განსხეულებულ სულს, ზოგჯერ - როგორც ასტრალური სხეულის ანარეკლს ან აურას, მაგრამ მისი გამოჩენა ყოველთვის ავისმომასწავებელი იყო. ზოგიერთის მტკიცებით, ელისაბედ დედოფალმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ საკუთარი თავი ნახა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე. გოეთე და შელიც შეხვდნენ საკუთარ ორეულებს. ხოლო, როცა დედოფალმა ეკატერინე მეორემ მისკენ მომავალი საკუთარი თავი დაინახა, გადაწყვიტა, ბედი არ გამოეცადა და ჯარისკაცებს უბრძანა, ორეულისთვის ესროლათ. ძალიან დიდხანს ამას კუდიანებს აბრალებდნენ: ისინი კონკრეტული პირის ორეულს ქმნიან და ბოროტი საქმეებისთვის საკმაოდ შორ მანძილზე აგზავნიანო. მაშინ ამ საბაბით ძალიან ბევრი ქალი ჩამოახრჩეს, თუმცა ვერავინ დაამტკიცა, რომ კუდიანებს მართლა შეეძლოთ გაორება და დანაშაულის ადგილზე სწორედ იმ დროს ყოფნა, როცა იქ შენობა-ნაგებობები იწვოდა, ეცემოდა საქონელი, კვდებოდა ადამიანი ან ხდებოდა ნებისმიერი სხვა უბედურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორეულისა თუ კიდევ სხვა რაღაცის გამოძახებასა და დანახვას ვინმე შეძლებდა. ოდესღაც ისიც მიაჩნდათ, რომ ადამიანის ცხად ორეულს, რომელიც შუშაში გასვლისას მასში აირეკლებოდა, გარდაცვლილის იმქვეყნად გატაცება შეეძლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა