რას გვიმზადებს ხის სტიქიის დრაკონის წელი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.01, 2024 წელი

ჩინური ასტრონომიული კალენდრით, დგება დრაკონის წელი, რომელიც 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა – ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, გამონაკლისი არც დრაკონის ეს წელი იქნება – ის ტრანსფორმაციის, ზრდისა და სიმრავლის წლად მიიჩნევა.
დრაკონი არის იანგის სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია ცეცხლის ელემენტთან. მოსალოდნელია, რომ ამ დროს მისი პოზიტიური ენერგია გაძლიერდება, რაც ყველასთვის დადებით ცვლილებებსა და კარგ შესაძლებლობებს მოიტანს. ზოდიაქოს თითოეულ ცხოველს უნიკალური ურთიერთობა აქვს დრაკონთან, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ენერგიაზე. თუ თქვენ დაიბადეთ დრაკონის ნიშნის ქვეშ, განსაკუთრებით იღბლიანი წელი გელოდებათ, წარმატებისა და პიროვნული ზრდის მრავალი შესაძლებლობით.
დრაკონის წელი ხის ელემენტთან ასოცირდება. ჩინურ ფილოსოფიაში მიიჩნევა, რომ ხის ელემენტი წარმოადგენს ზრდის, პროგრესისა და განვითარების საწყის ეტაპებს. ხე ასოცირდება აღმოსავლეთთან, გაზაფხულთან და პლანეტა იუპიტერთან. გარდა ამისა, მისი ენერგია უკავშირდება მწვანე ფერს. მას აქვს ვნების, კრეატიულობისა და ინოვაციების გაღვივების პოტენციალი. მწვანე ფერი, რომელიც დაკავშირებულია ხის ელემენტთან, სიცოცხლის მეტაფორად მიიჩნევა.
2024 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება დრაკონის წელში დაბადებულებისთვის, რადგან მათი ზოდიაქოს ნიშნის სიცოცხლისუნარიანობა ძლიერდება. 2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ხის დრაკონის ენერგია გადამწყვეტ გავლენას მოახდენს დრაკონის წელში დაბადებულებზე, გააძლიერებს მათ ბუნებრივ თვისებებს – გამბედაობას, თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას. შედეგად, დრაკონები იგრძნობენ ძალაუფლებას, აიღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ ცხოვრებაზე და მიაღწევენ მიზნებს.
წელს გაუამრთლებთ კუროებსაც, რომლებიც ივნისის შუა რიცხვებამდე იქნებიან ფავორიტები, ივნისის შუა რიცხვებიდან კი – ფავორიტები ტყუპები გახდებიან.
დრაკონი მითური არსებაა, რომელიც ჩინური ასტროლოგიური კალენდრის სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ბუნებაში არ არსებობს, ის მხოლოდ ზღაპრებში, ეპოსებსა და ლეგენდებში გვხვდება. მიუხედავად ტოტემის უჩვეულო გარეგნობისა, წლები, რომლებსაც ის მფარველობს, როგორც წესი, ბედნიერი და ყველა თვალსაზრისით წარმატებულია. ამ ფაქტორს გააძლიერებს წლის ელემენტი – ხე, და არა ხმელი, არამედ ახალგაზრდა, მომწვანო, რაც განაპირობებს, რომ ეს პერიოდი ჰუმანურობით გამოირჩევა, როდესაც სამყარო შედარებით კეთილია და წინა პლანზე გამოვა ადამიანი და არა პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესები.
დრაკონის წელს ძნელად შეიძლება, ეწოდოს სიმშვიდის – ის არ მოგვცემს მოწყენის საშუალებას. ხის დრაკონმა, როგორც ყველაზე მხიარულმა და კეთილგანწყობილმა ნიშანმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უსიამოვნო სიურპრიზი მოგვიმზადოს, პირიქით. ადამიანებს შორის ურთიერთობაში ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება. გარშემო მყოფები მოიხსნიან ნიღბებს. დრაკონის წელში ემოციური ფონიც იმატებს, მაგრამ აქ ყველაფერი თავად ადამიანზეა დამოკიდებული.
დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს, ისევე, როგორც მათ, ვინც 2024 წელს გახდება 12, 24, 36, 48, 60 და 72 წლის, აქვთ ძლიერი პირადი ენერგია, რომლის გამოყენებით მათ შეუძლიათ, რადიკალურად შეცვალონ სამყარო. იმავდროულად, მათი გავლენა შეიძლება, იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
მთლიანობაში კი, დრაკონის წელში პოზიტიური ენერგია გაძლიერდება, რაც ყველასთვის პოზიტიურ ცვლილებებსა და შესაძლებლობებს მოიტანს. ვირთხის, მაიმუნისა და მამლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კარგი წელი ელით. ეს ნიშნები მჭიდროდ უკავშირდებიან დრაკონს, რაც 2024 წელს დიდი წარმატების დროდ აქცევს. ხარის, გველისა და ძაღლის ნიშნები შეიძლება, შეხვდნენ გამოწვევებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.
ზოგადად კი, ეს წელი ბევრად მსუბუქი იქნება, ვიდრე წინა ორი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან