ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ იღბლიანები იყოთ

№26

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 10.07

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ცხოვრებაში არსებობს დაღმავალი, ანუ კარმული ჩავარდნის ეტაპები. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს პერიოდები, როცა ადამიანი იღბლიანობას მეტად შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ, უნდა დააკვირდეთ, ცხოვრების რომელ ეტაპს გადიხართ, როდის უნდა იყოთ უფრო წინდახედული, როდის გაგიმართლებთ და საერთოდ, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ იღბლიანი იყოთ.

კარმული ჩავარდნის დროს უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და სიტყვა, რომ საკუთარი ბედი და იღბალი ცუდისკენ არ დააპროგრამოთ. ამ დროს ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, დასწყევლოს საკუთარი ყოფა, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ადამიანი ასეთი გაუაზრებელი საქციელით ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ იღბალს. წარუმატებელ დღეებში ძნელია, აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ აუცილებელია, სწორედ ამ პერიოდში აკონტროლოთ ყველაფერი, სურვილებიც კი, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე.

კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ამიტომ, ამ დროს დამცავად, თილისმის სახით, უნდა ატაროთ დაბადების ზოდიაქოს შესაბამისი ასტროლოგიური ქვები. თუ გასათხოვარი ხართ, ის ჩანთის სარჩულზე ან ტანსაცმელზე მიამაგრეთ, ისე, რომ არ ჩანდეს. პლატინის ქინძისთავზე წამოცმული ქვის ტარება კარგია თანამდებობის პირის, ასევე, ბიზნესმენისთვის. ადამიანებს ის ეხმარება, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული საქმიან პარტნიორებთან და საქმეში სწორი, სასარგებლო არჩევანი გაკეთონ. პლატინის ქინძისთავზე წამოცმული ზოდიაქოს შესაბამისი ქვის ტარება ადამიანებს მეექვსე გრძნობასაც უვითარებს და ნეგატიური სიტუაციებისგანაც იცავს.

ტანსაცმელზე მიმაგრებული ოქროს ქინძისთავი თუ გულსაბნევი ადამიანს ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს. ვერცხლისფერი ქინძისთავი კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინ გირჩევთ, მელქიორის გულსაბნევი ატაროთ. რაც შეეხება თილისმურ ქვებს, ბრილიანტის ქვით მოჭედილი გულსაბნევი საქმიან ქალბატონებს ხელს უწყობს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს მისი აზრი გაითვალისწინონ და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღონ. ზურმუხტისთვლიანი გულსაბნევის ტარება ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, რადგან ის შესაძლო დაავადებებისგან დაგიცავთ. ოპალის ქვით მოჭედილი გულსაბნევი ადამიანებს მიზნის მიღწევაში ეხმარება. მარგალიტისთვლიანი სამკაული კი კარგია მათთვის, ვისაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ასე რომ, ავი თვალისგან დასაცავად, ასევე, ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად თილისმად შეგიძლიათ აირჩიოთ ძვირფასი ლითონის ან ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა