რა უნდა გაითვალისწინოთ ოჯახური თანაცხოვრების სწორად წარმართვისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.06, 2023 წელი

ბედნიერი ქორწინების საიდუმლო ორი შეყვარებული ადამიანის ენერგიათა იმგვარი შერწყმაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა, რაც იცავს წყვილებს და აახლოებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ოჯახიც მყარია და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებიც დალაგებული.
გირჩევთ, სანამ ადამიანს შეიყვარებთ და მასზე სერიოზულად დაფიქრდებით, გაცნობის მომენტშივე დააკვირდეთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის მისი, როგორც მომავალი პარტნიორის, ენერგეტიკული თავისებურებები. თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ საბედისწერო ქორწინება და დაოჯახების შემდგომი სავალალო შედეგები, ასე უნდა მოიქცეთ, რადგან ადამიანის ხასიათი კი შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, მაგრამ ენერგეტიკული ველი არ იცვლება.
ბევრს აინტერესებს, აისახება თუ არა ენერგეტიკული შეუთავსებლობა ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ კავშირზე უარყოფითად. აქ საკითხი სხვაგვარად დგას. კერძოდ, სექსუალური გამოცდილება წყვილებს შორის თანდათან, დროთა განმავლობაში მოდის, მაგრამ საკუთარი ენერგეტიკული თავისებურებები ერთ დონეზე დგას და ვერსად გაექცევით, ის არ იცვლება.
იმის გარკვევა, არის თუ არა მისაღები თქვენთვის თქვენი რჩეული, რთული არ არის. ყველაზე სახიფათო სიმპტომი ამ დროს ის გახლავთ, რომ მასთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეთ და იფიტებოდეთ, არამედ შვებას უნდა გრძნობდეთ და მშვიდდებოდეთ. ცოლქმრული ურთიერთობის დროს კი გადაღლა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ენერგეტიკულ დონეზე ერთმანეთს ვერ ეწყობით. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან იმაზე მეტ ენერგიას ითხოვს და იღებს, რისი მიცემაც თქვენ შეგიძლიათ. ამ დროს კონფლიქტური სიტუაციაც იქმნება და ხშირად, ეს დაშორების მიზეზიც ხდება. მაგრამ, თუ წყვილს შორის ენერგიათა გადანაწილება, თანაბრძოლა ხდება, წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა და ეს მათ იცავს უსიამოვნო შედეგებისგან. მათ შორის მეტი გაგება და შეთავსებაა, თუნდაც, სექსუალური კუთხით. ოჯახური თანაცხოვრების დროს, ასევე, ხშირადაა ერთმანეთის გათვალვა. შეიძლება, ცოლმა ქმარი ან, პირიქით, ქმარმა ცოლი გაუცნობიერებლად ისე გათვალოს, რომ მისი ავადმყოფობა გამოიწვიოს, წარუმატებლობის მიზეზი კი მეუღლის უბრალო გამოხედვა იყოს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები მეუღლესთან დაშორების შემდეგ ხდებიან წარმატებული და თავს უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობენ. არავინ იცის, ვის როგორი თვალი აქვს, კეთილი თუ ბოროტი, მაგრამ ამას თანაცხოვრების დროს, საკუთარი დაკვირვებით გამოსცდით. საერთოდ, სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება და ამას წინ ვერავინ აღუდგება. მაგრამ, თუ ელემენტარულ სიფრთხილესა და წინდახედულობას გამოიჩენთ, მით უმეტეს, ოჯახის შექმნის დროს, სამომავლოდ უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
ყველა ადამიანს თავისი ველი აქვს. ეს მოციმციმე გარსი იქმნება ენერგიათა იმ ნაკადებით, რომლებიც ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. სულ ადამიანს შვიდი ასეთი ცენტრი აქვს. თითოეული მათგანიდან გამოსული ენერგია ორგანიზმის გარშემო ძლიერ ვიბრაციულ შრეს ქმნის. მათ სხვადასხვა სისქე აქვთ. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით მეტად სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცუდად მოქმედი ენერგოცენტრი კი თხელ, სუსტ და დაუცველ შრეს ქმნის. დეფექტური შრე მუდმივად საჭიროებს გარეგან კვებას. ასეთი კვება კი ხდება სხვისი ბიოველიდან. მეუღლეთა ბიოველები ერთმანეთს სწორედ ამ ენერგოცენტრების მეშვეობით უკავშირდებიან. როცა ეს კავშირი ჰარმონიულია, მაშინ ისინი იდილიურად ცხოვრობენ, არ ეკამათებიან ერთმანეთს, მეტია მათ შორის ურთიერთგაგება და სექსუალური ცხოვრებაც მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ოჯახში ის ველი დარღვეულია. ამ დროს შესაძლოა, ცოლ-ქმარმა უმიზეზოდაც კი იჩხუბოს, იკამათონ, ვერ შეეწყონ ერთმანეთს ვერც ერთ ასპექტში. ამიტომ, როცა ოჯახი იქმნება, უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად შეგესაბამება მომავალი პარტნიორი ენერგეტიკულად და გამოგადგება თუ არა საოჯახო თანაცხოვრებაში.
საერთოდ, ადამიანის ყოველი ფიქრი, სიტყვა და აზრიც კი ენერგეტიკული ვიბრაციაა. ალბათ, დაკვირვებიხართ, როცა საყვარელ ადამიანს ხედავთ, გული სხვანაირად იწყებს ძგერას. ეს კი, იმის გამოა, რომ ამ დროს ხდება ენერგეტიკული გაცვლა. ხშირად კი, ქალსა და მამაკაცს შორის ენერგოინფორმაციული ველის გაცვლა იმდენად ძლიერია, რომ მცირე დროში ამ ორ ფიზიკურ სხეულს შორის ერთნაირი ენერგეტიკული გარსი იქმნება. ამგვარად ორი შეყვარებული თითქოს ერთარსი ხდება და ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან