ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ნაკლი გაგაჩნიათ ხასიათში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

№13

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.04, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

უნაკლო და იდეალური არცერთი ადამიანი არ არის. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს აქვს ხასიათში აუტანელი თვისებები, რომლის საკომპენსაციოდაც, რა თქმა უნდა, დადებითი სახასიათო შტრიხებიც ებოძა. თუმცა, თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ინდივიდი საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოს, უკვე თავად კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებსა და პლანეტებზე. აქვე გაგაცნობთ, თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის დამახასიათებელ პლუსებსა და მინუსებს.

ვერძი – უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ და ენერგიული ხასიათი.

კურო – ძირითადი ნაკლი მისი უაპელაციო სიჯიუტეა. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ცუდი თვისება სიახლეების მიუღებლობა და შიშია. რის გამოც ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს მარტივად უშვებს ხელიდან. კუროს დადებით თვისება კი ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.

ტყუპები – ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება გაუთავებელი ლაქლაქისკენ მიდრეკილება და საშინლად ცვალებადი ხასიათია. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში, მესამეს აკეთებს. დადებითი თვისება ტყუპებში ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზაა.

კირჩხიბი – უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა. ძალიან უჭირს წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კი კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვებისა და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ხასიათში გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახის სიყვარული არ მოსწონთ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.

ქალწული – უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. ხშირად საყვედურობენ, ასევე, ანგარებიან დამოკიდებულებას გარშემო მყოფების მიმართ. დადებითი თვისებებიდან გამოირჩევა იმით; რომ თავდადებული ზრუნვა შეუძლია მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორი – ნაკლი მერყევი ხასიათია. ხშირად თავად ვერ გაუგია, რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე. გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება მისი პრობლემების მიზეზი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მორიელი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ხასიათში, „ჩრდილოვან მხარედ“ შეიძლება, მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივი დროით გულში ჩადების ჩვეულება. თუმცა, დადებითი თვისებაც ბევრი აქვთ. ის ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანია. არასოდეს ჩაგრავს ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.

მშვილდოსანი – ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათი.

თხის რქა – ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც. დადებით თვისებებს შორის კი თხის რქას შეუძლია თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.

მერწყული – ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. დადებითი კი ის აქვთ, რომ უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასოდეს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ გართულება რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.

თევზები – ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. ასევე, უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ. დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა: თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და მოსმენის ნიჭი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა