რა გიშლით ხელს ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და როგორ უნდა გამოასწოროთ ის
ავტორი: ნონა დათეშიძე 10:00 26.03

ადამიანს სიყვარულსა და მატერიალურ სფეროში რომ ხელი მოემართოს, უკეთესი მომავალი დაგეგმოს და წარმატებას ადვილად მიაღწიოს, აუცილებელია მარტივი ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინება. ასე რომ, გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, დააკვირდით, რა არ არის წესრიგში, რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და იმოქმედეთ ადეკვატურად, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმარეთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში.
* იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე და თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი ბოჭავენ სივრცეს, აკავებენ დადებითი ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში;
* არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა – ეს დადებითი ენერგიის არეკვლას გამოიწვევს და ის სახლში ვერ შემოვა;
* ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭული განათებული იყოს;
* ტუალეტისა და აბაზანის კარი ყოველთვის დახურული უნდა იყოს, რომ მთელი დადებითი ენერგია წყალმა არ წაიღოს და არ ჩაირეცხოს;
* ბინაში დადებითი და კარგი ენერგიის საწინდარია ქოთნის ცოცხალი მცენარეები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ დადებით ენერგიებს;
* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ხურდა ფული ჩაყარეთ;
* იმ ადამიანებს, ვისაც სიყვარულში აქვს პრობლემები, სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება უნდა გაააქტიუროს და გააძლიეროს. ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი და თეთრი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა არ აიმღვრეს და მუდმივად სუფთა იყოს;
* თუ გსურთ სამუშაო გარემოს გაჯანსაღება და პოზიტიური ენერგიებით ავსება, არ მიადგათ მაგიდა კედელს. ის შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით. არ დაჯდეთ ზურგით ფანჯარასთან. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სამუშაო მაგიდის ზომას. თუ მაგიდა დიდი ზომის არის, ის წარმატებული კარიერის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ. სამუშაო მაგიდაზე დადებითი ენერგიის მოსაზიდად კრისტალის პატარა ფიგურები დააწყვეთ. მაგიდაზე ნუ გექნებათ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აბრკოლებენ დადებითი ენერგიების შემოდინებას. ეცადეთ, სამუშაო კუთხე და მაგიდა ყოველთვის წესრიგში გქონდეთ.
ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარა და მარტივ რჩევებს, შეუძლია, წარმატება მოგიტანოთ კარიერაში, სიყვარულში და მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავლები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან