რა არის თქვენი საიდუმლო იარაღი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.03, 2021 წელი

საინტერესო ცნობები თქვენი ჰოროსკოპის შესახებ 👇
რაც უნდა ბევრი საერთო გვქონდეს, ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ყველა ჩვენგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ზოდიაქოზე დაკვირვებით შეგვიძლია, გავარკვიოთ, რა თვისებები დაგვყვა.
ვერძი – ყველაზე სექსუალური ნიშანია. ყველანაირ ადამიანს იზიდავს, აქვს უჩვეულო ქარიზმა, რის წინაშეც თითქმის ყველა უძლურია. მის ბუნებრივ მომხიბვლელობას სხვა ნიშანი ვერ შეედრება.
კურო – ძლიერი მხარეა სიკეთე. არ უყვარს კონფლიქტი, ლანძღვა-გინება და მსგავსი ნეგატიური ქმედება. ამჯობინებენ საკითხების მშვიდობიანად მოგვარებას. კუროს გვერდით, ყველაზე შარიანი ადამიანიც კი უცოდველ კრავად გადაიქცევა ხოლმე.
ტყუპები – ყველაზე ოპტიმისტური ნიშანია. ბევრს შურს, რომ მათ ყოველთვის უმართლებთ. ერთი შეხედვით, ტყუპების ყველა საქმე წარმატებით მთავრდება. სინამდვილეში კი, მათი წარმატების გასაღები ოპტიმიზმშია. ცნობილია, რომ კარგი განწყობა წარმატების საწინდარია. ზუსტად, ამ მიზეზის გამო ტყუპების ზოდიაქო ყველაზე ბედნიერი ნიშანია.
კირჩხიბი – შეუძლია იამაყოს მყარი ურთიერთობებითა და მეგობრული ოჯახით, რაც მისთვის უპირველესია. ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად უყურებს და თუ მეორე ნახევარი იპოვა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კავშირი დიდხანს შეინარჩუნოს.
ლომი – ბუნებით ეგოისტია. ადამიანებით მანიპულაციის მეშვეობით ახერხებს, მიაღწიოს ყველაფერს, რაც კი სურს. გულწრფელად სწამს, რომ ყველამ მის დაკრულზე უნდა იცეკვოს და მისი სურვილები შეასრულოს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ლომი ამ დროს დაკარგულ ენერგიას ადამიანებისგან ივსებს.
ქალწული – ყველაზე ერთგული ნიშანია. თუ ქალწული მეორე ნახევარს იპოვის, ყველანაირად ეცდება, რომ მთელი ცხოვრება მასთან გაატაროს. ის არასდროს ღალატობს პარტნიორს.
სასწორი – აღმერთებს ურთიერთობებს და სწორედ, ამით ახერხებს, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. ამ ნიშნით დაბადებულის ირგვლივ ისეთი ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც ყურადღებით უსმენენ მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას. მძიმედ გადააქვს მარტოობა, მისთვის ეს ტანჯვის ტოლფასია.
მორიელი – ვერაგობა მისი საიდუმლო იარაღია. უამრავი მტერი ჰყავს და ეს არც არის გასაკვირი. თუკი ვინმე გაბედავს, შეეწინააღმდეგოს, ის აუცილებლად მტრების სიაში მოხვდება, ამის შემდეგ კი იწყება მორიელის შურისძიება, ოღონდ ჩუმი და შენიღბული, თუმცა მტკივნეული.
მშვილდოსანი – ყურადღებას თავისი სილამაზით იპყრობს. საოცარია მათი სულისა და სხეულის ჰარმონიული სილამაზე. ისინი ზრუნავენ არა მარტო გარეგნულ სილამაზეზე, არამედ შინაგან სრულყოფილებაზეც.
თხის რქა – ამ ნიშნის წარმომადგენელთა საიდუმლო იარაღი ჩაკეტილობაა. ვერავინ მიხვდება, რას ფიქრობს, თუმცა ძალიანაც აინტერესებთ. შეუძლია, დაგაინტრიგოთ თავისი ცივი ბუნებით, მოგაჩვენოთ, რომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე სხვამ.
მერწყული – განუმეორებელი ტალანტები არიან. ოღონდ, ხანდახან თავადვე ანადგურებენ თავიანთ ბუნებრივ ნიჭს, რისი მიზეზიც არის სიზარმაცე. ყველა ნააზრევი და ჩანაფიქრი მხოლოდ გონებაში რჩება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეზარებათ თავიანთივე პროექტების რეალიზება.
თევზები – მთავარი იარაღი ძალაა. ძალიან მგრძნობიარენი არიან, მაგრამ მათში არის ვეებერთელა პოტენციალი. საკმაოდ ამბიციურები არიან და მათი სისუსტის მიუხედავად, შეუპოვრად მიიწევენ მიზნისაკენ. ტირიან, განიცდიან, მაგრამ არ ნებდებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან