ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა არის ასტრალი

№5

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 11.02, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

არც ისე იშვიათად მოგვისმენია გარშემო მყოფთაგან, ისე კარგად ვიგრძენი თავი, ნამდვილად ასტრალში გავედიო... და რა არის ეს ასტრალი? რაღაც კარგი რომაა, წარმოდგენილი ფრაზიდანაც ჩანს, მაგრამ კომპეტენტური განმარტების მოსმენა, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა. მით უმეტეს, ერთი რამ ხომ ყველამ იცის: ასტრალი სხვა განზომილებააო, მაშინვე გიპასუხებს, ვისაც არ უნდა ჰკითხო. თუმცა, თავდაჯერებული განმარტების მიუხედავად, ის მაინც შეუცნობელი და მისტიკურ საბურველში გახვეულია მოპასუხისთვის. ამიტომ, თუ რა განზომილებაა ასტრალი და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ცხოვრებაზე, სწორედ კომპეტენტური პირი, ეზოტერიკოსი, ბატონი დიტო ლ. განგვიმარტავს.

- დავიწყოთ იმით, რომ სამყაროში არსებობის შვიდი დონეა, მაგრამ უმრავლესობა მთელ ცხოვრებას ისე განლევს, რომ მხოლოდ ერთს თუ გამოცდის. ჩვენ ვსახლობთ ფიზიკურ სამყაროში, ასტრალური კი - სხვა განზომილებაა. ის მოქმედებს როგორც ჭიშკარი ჩვენს განზომილებასა და არსებობის სხვა გეგმარებას შორის. მაინც რა არის ეს ასტრალი? შევეცდები, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.

- განვმეორდები და გკითხავთ და მაინც რა არის ასტრალი?

- გარკვეული გაგებით, ასტრალური სქემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოცნების სამყარო. ტიბეტურ ბუდიზმში მას ბადროს ადარებენ და აღწერილია, როგორც შუალედური სახელმწიფო. ეს არაფიზიკური ანუ არსებობის ნატიფი სქემაა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ფიზიკურ სამყაროსთან. ფიზიკურის მსგავსად, ის არ არის შემოსაზღვრული სივრცე და არც დროზეა დამოკიდებული. ეს ის სამყაროა, სადაც ოცნებებში, სიზმარში მივემგზავრებით და პირველი ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ მოვხვდებით. თუმცა, სინამდვილეში, ჩვენ უკვე ვარსებობთ ასტრალურ განზომილებაში ისევე, როგორც - ფიზიკურში. უბრალოდ, სიზმარი და სიკვდილი - ეს ის დროა, როცა ცნობიერება თავისუფალია, ამიტომაც არ არის შეზღუდული ფიზიკური სხეულით. როცა ადამიანის ფიზიკური სხეული კვდება, მისი სული სწორედ ამ შრეს გადის, რათა შემდეგ უმაღლეს განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ სული შეიძლება ასტრალურ შრეში შეყოვნდეს, სანამ არ დადგება დრო, რომ სვლა განაგრძოს.

- ესე იგი, ასტრალური განზომილება დროსა და სივრცეს არ ცნობს?

- ასრტალური სამყარო სცდება დროისა და სივრცის საზღვრებს, რომელთაც რეალური დანიშნულება ისედაც არ აქვს. რა არის ასრტალი და რას შეიძლება, შევადაროთ? ასტრალური სამყარო - ეს ფიზიკური სქემის კიდევ ერთი განზომილებაა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, უფრო სწორად, მისი ანარეკლია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ფიზიკურ გეგმარებაში არსებობს, არის ასტრალურ განზომილებაშიც. უფრო სწორად, ჩვენი სამყაროს ზუსტი ასლია, მხოლოდ არსებობს სხვა რეალობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორივე სამყარო იდენტურია. ასტრალის სამეფო უნიკალურია - ეთერის საბურველში გახვეული ზღაპრული სამყარო. უფრო წარმოსახვითი რომ იყოს აღწერილობა, ვიტყოდი: ის ცოტა ღრუბლიანი და ნისლიანია, თუმცა გარეგნულად მაინც - ლუმინესცენტური (ლუმინესცენტური, ანუ სითბურთან შედარებით ჭარბი გამოსხივება, რომლის ბუნებრივი გამოვლინებაა, მაგალითად: პოლარული ნათება, ზოგიერთი მწერის ან ლპობადი ხის ნათება).

- მაინც რა არის ასტრალურ სამყაროში?

- ასტრალურ სამყაროში არის: ქალაქები, შენობები, ხეები, მინდორ-ველები, უდაბნო, პლაჟები, ტყეები, მდინარეები, ყვავილები, ხილი. ამასვე ვხედავთ ჩვენთანაც. თუმცა ასტრალის ამ ზღაპრულ სამეფოში გადაადგილებისთვის სატრანსპორტო საშუალების ძებნა კი არ გჭირდებათ, არამედ ამისთვის მხოლოდ თქვენი სულიერი მონაცემებია საკმარისი. იქ ჩვენი სამყაროს ფიზიკური კანონები, მაგალითად ისეთი, როგორიც გრავიტაციაა, არ მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ მხოლოდ ჭკუა, რათა გაემგზავროთ შორეულ მოგზაურობაში, თან ძალიან მოკლე დროში.

- და ამ ყველაფერს ყველა ერთნაირად აღიქვამს?

- არა. დამიჯერეთ, განცდები ასტრალური სამყარო უნიკალურია ყოველი ადამიანისთვის. რადგან მოვლენები, ხალხი და ნივთები, რაც ჩვენს ფიზიკურ სამყაროში არსებობს, პროეცირდება ასტრალური სამყაროს ქვეცნობიერში. ამრიგად, ის, რასაც განიცდით აქ, თქვენვე გადაგაქვთ ასტრალურ განზომილებაშიც. უფრო ნათლად რომ განვმარტო: ეს ისაა, რასაც ფიქრებში ქმნით და წარმოსახავთ, სანამ დედამიწაზე იმყოფებით. თუმცა არის ბევრი არსებაც, რომელთა ნახვა იქაც შეგეძლებათ. ზოგიერთი სული იცდის, უფრო დიდხანს რჩება ასტრალურ შრეში, რათა შემდეგ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს - იქ, სადაც ანგელოზები და არქიანგელოზები არიან. ასტრალურ სამყაროში ასევე შეგიძლიათ, შეხვდეთ თქვენს სულიერ გამცილებელს. ამრიგად, არსებობს მთელი კოსმოსური სამყარო სავსე ფანტასტიკური შესაძლებლობებით, რასაც ჩვენს, ფიზიკურ ველში ვერ შევხვდებით, რადგან აქ არ ცხოვრობენ. ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო განსაზღვრულ ჩარჩოებშია მოქცეული, თუმცა დაკავშირებულია იმ საოცარ მოვლენებთან, რაც იქ, სხვა განზომილებაში ხდება.

- როგორც თავში თქვით, მიუხედავად არსებობის შვიდი დონისა, ადამიანების უმეტესობა მხოლოდ ერთის გავლას ახერხებს და მათგან ერთეულების ხვედრია ასტრალში „გასვლა“. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

- მხოლოდ სულიერი შესაძლებლობების დახვეწით, რაც მოგცემთ საშუალებას, სამყაროს მრავალ საოცრებას ეზიაროთ და უფრო და უფრო მეტი გაიგოთ ასტრალის შესახებ. როცა ფსიქიკური მონაცემების სრულყოფას დაიწყებთ და მას ასტრალური სამყაროს შეცნობა მოჰყვება, სწორედ მაშინ შეძლებთ, გაემგზავროთ შთამბეჭდავ მოგზაურობაში, რომლის სიდიადე თქვენს ფიზიკურ ცხოვრებაშიც შემოაღწევს და მის ყოველ ასპექტს გაამდიდრებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა