ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: დღეს რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, არის მშვიდობა და ერთობა. ღვთისმშობლის კალთა დაიცავს საქართველოს განსაცდელებისგან!

№35

ავტორი: „თბილისელები“ 13:00 06.09

ნანული ლალიაშვილი
დაკოპირებულია

„მარიამობა ჩვენი ხალხის საყვარელი დღესასწაულია. დედა ღვთისმშობელს ავედრებს ოდითგან ქართველი შვილს, ოჯახს, სამშობლოს! დედა ღვთისმშობელი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის მფარველი!“ – ასე ულოცავს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს ცნობილი ბიოენერგოთერაპევტი და ნათელმხილველი, ქალბატონი ნანული ლალიაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მასთან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შედგა.

ქალბატონი ნანული ლალიაშვილის შესახებ თბილისში ლეგენდები წლების წინ გაჩნდა. ის ათასობით ადამიანს ეხმარება ბედნიერებისა და წარმატების მოპოვებაში. ქალბატონი ნანული დიდხანს არ ცხოვრობდა საქართველოში. უცხოეთში გატარებულმა პერიოდმა, მათ შორის, ჯუნა დავითაშვილთან ერთად მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობამ, მას საერთაშორისო აღიარება და დიდი წარმატებები მოუტანა. ქალბატონი ნანულის მიერ ჩატარებული უნიკალური პროცედურები ეხმარება ადამიანებს, მოიპოვონ წარმატება, სტაბილურობა, კეთილდღეობა, გადალახონ პრობლემები, გამოწვევები, დაიცვან თავი საფრთხეებისგან და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ნანული ლალიაშვილი: გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მარიამობა ჩვენი ხალხისთვის გამორჩეული დღესასწაულია. მეც განსაკუთრებულად მიყვარს მარიამ ღვთისმშობელი. როცა ბავშვი ვიყავი, ყველას დედა მეგონა, ალბათ, იმიტომ, რომ დედაჩემსაც მარიამი ერქვა. გავიზარდე და მარიამ ღვთისმშობლის მიმართ მოწიწება და სიყვარული ჩემში ასმაგად გაიზარდა და განმტკიცდა. მარიამის სახელს ატარებენ ჩემი საყვარელი შვილი და შვილიშვილი. წმინდა მარიამია ყველა დედისა და შვილის შემწე და მფარველი.

დედა ღვთისმშობლისა იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახების, სრულიად საქართველოს მფარველი! გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და მშვიდობას, სწორედ ერთობა და მშვიდობაა ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. მარიამობას მივულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩემს ხალხს, რომელიც რთულ გზას გადის ამ მძიმე დროს, ომებითა და პოლიტიკური პროცესებით დატვირთულ სამყაროში. მისი კალთა დაიცავს საქართველოს განსაცდელებისგან, რომელიც გარე თუ შიდა მტრისგან მომდინარეობს. საქართველო კეთილი ბედის ქვეყანაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი ისტორია სავსეა ბრძოლისა და თავგანწირვის მაგალითებით, საამაყო, პატრიოტი მამულიშვილებით, ნიჭიერი, მტკიცე სულის ადამიანებით, რაც ბოლო პერიოდშიც არაერთხელ გამოჩნდა. სულ ახლახან ასე გაგვახარეს ჩვენმა საამაყო და საოცარმა სპორტსმენებმა, რომელთაც არაერთი მედალი მოიპოვეს მძიმე კონკურენციაში ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენზე მდიდრებიც არიან, ლობისტები და მფარველებიც ჰყავთ და უკეთესი პირობებიც აქვთ ვარჯიშისა და პროფესიული ზრდისთვის. სწორედ ეს არის ჩვენი სამშობლო – ბრძოლა და გამარჯვებისკენ სწრაფვა ნებისმიერ ვითარებაში, უზარმაზარი ენერგია, დიდი კულტურა და ტრადიცია. მადლობა ყველას, ვინც ეს შექმნა, შეგვინახა და აქამდე მოგვიტანა. ნიჭიერი, მშრომელი და გულიანია ქართველი, ამიტომაც ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც საუკუნეები დაუსრულებლად გააგრძელებს გზას.

– სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენთან ძალიან გახშირდა უბედური შემთხვევები და ტრაგედიები. რით ხსნით ადამიანებისთვის ამდენი განსაცდელის მოვლინებას?

– ჩვენ ვცხოვრობთ ქაოსურ პერიოდში. ამ ქაოსში ვკარგავთ ყოველი დღის მადლს, ადამიანობას, ამიტომაცაა, რომ დედამიწაზე კრიტიკული დრო დგას და ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, ყველა დაავადებამ და გასაჭირმა ერთად შემოგვიტია. სანამ ადამიანები ერთმანეთს ვუპირისპირდებით, სანამ ერთმანეთს გულწრფელად არ შევიყვარებთ და არ თანავუგრძნობთ, ამ ქვეყანას დაამძიმებს ბოროტი ენერგია, რომელიც უკვალოდ არ ქრება.

მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით. როგორმე უნდა გათავისუფლდეს დედამიწა იმ დაგროვილი ბოროტებისგან, რომელიც ისევ ადამიანებისგან ზეობს!

– რა რჩევებს მისცემთ მათ, ვინც ცხოვრების რთულ პერიოდებს გადიან?

– ყველა ადამიანში არსებობს ძალების მარაგი, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი გეხმარებათ, გაიმარჯვოთ ცხოვრების სირთულეებზე და გახვიდეთ სამშვიდობოზე. ხშირად ამ ძალებს გააქტიურება სჭირდება სპეციალისტის მიერ. ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომელთაც აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ბიზნესში. არის ძალები და ბარიერები, რაც გვაბრკოლებს, გვიკეტავს გზას და მომავალს. მე ვეხმარები ადამიანებს, გაეხსნათ გზა – გადალახონ ბარიერები და მიაღწიონ წარმატებას საქმეში, ბიზნესში. უკვე მრავალი ათეული წელია, ვატარებ უნიკალურ პროცედურებს, რომელიც ძალიან ეფექტურია და ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. თუმცა მთავარი, რაც ადამიანებს ამ მძიმე პერიოდებში გადაგვარჩენს არის რწმენა! რწმენა, როგორც რელიგიური, ასევე, რწმენა სიკეთის, სიყვარულის, მომავლის, ოჯახის, ქვეყნის.

– ქალბატონო ნანული, თქვენი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ორი წლის წინ გამოიცა, ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას მოიცავს. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატებული კარიერის საიდუმლო?

– მადლობელი ვარ ღმერთის, რომ საინტერესო ცხოვრება მარგუნა. მე ძველ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბებიაჩემი ცნობილი სახალხო მკურნალი იყო. იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მასთან მთელი საქართველოდან ჩამოდიოდა ხალხი. ბებიასგან მემკვიდრეობით გადმომეცა მისი ფენომენალური უნარი და მისი უძველესი საუკუნოვანი რელიქვიური წიგნი, რომელიც საოცარ მაგიურ საიდუმლოებებს ინახავდა. ბებიას გარდაცვალების შემდეგ, მისი გზა მე გავაგრძელე. ეს მისი ანდერძი იყო. რამდენიმე წელი თბილისში ვმუშაობდი. შემდეგ მომიწია აქაურობის დატოვება და საცხოვრებლად უცხოეთში გადასვლა. ძალიან ბევრი შრომა და რთული გზის გავლა მომიხდა, თუმცა აღიარება ჩემს ცხოვრებაში სწრაფად მოვიდა. მერე დავბრუნდი ჩემს სამშობლოში. რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვაგან, შენს ქვეყანას არაფერი შეედრება. მე აქ ვჭირდებოდი ხალხს, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია. სწორედ ადამიანების სიყვარული აღმოჩნდა ის ძალა, რამაც აქამდე მომიყვანა და ბევრი სიკეთე მარგუნა, ეს სიყვარული ყველა აკადემიის წევრობაზე, ყველა ჯილდოსა და აღიარებაზე მაღლა დგას! იმის მიუხედავად, რომ არ გავიარე იოლი გზა, უარი ვთქვი საყვარელ საქმეზე, მუსიკასა და პედაგოგობაზე, უკან რომ დამაბრუნა მაინც ამ ცხოვრებას ავირჩევდი. მაქვს ძალიან კარგი ოჯახი, რომელიც ჩემთვის ძლიერი საყრდენია. საყვარელი საქმე, წარმოიდგინეთ ამ წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დავეხმარე არასდროს გადამიხვევია ჩემი მისიისგან – ვემსახურო ადამიანებს, გავაფრთხილო და დავიცვა ისინი საფრთხეებისგან, ვაპოვნინო სწორი გზა და დავეხმარო ბედნიერების მიღწევაში!

უფალმა გააძლიეროს საქართველო და ჩვენი ოჯახები! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

ქალბატონ ნანული ლალიაშვილის ოფისთან დასაკავშირებლად და ვიზიტზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ:

5 79 70 00 57 5 99 07 33 22

კომუნიკაცია, ასევე, შესაძლებელია - „ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“.

WHATSAPP / VIBER 5 79 70 00 57

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა