კვირის რომელ დღეს იძენს თილისმურ თვისებას კონკრეტული ქვა და მეტალი
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 17.07

კვირის კონკრეტულ დღეს კონკრეტული პლანეტა მართავს და მისი ენერგიების ქვეშაა. აუცილებელია, იცოდეთ, თუ რომელი ასტროლოგიური ქვა თუ ძვირფასი მეტალი უნდა ატაროთ კვირის კონკრეტულ დღეს, რომ წარმატება, იღბალი და კეთილდღეობა ადვილად მოვიდეს თქვენამდე. ასევე, მოიზიდოთ ფინანსები, წარმატებით ჩაატაროთ მოლაპარაკებები, პირად ცხოვრებაში იყოთ ბედნიერი, კარიერაში და პროფესიულ საქმიანობაში კი ხელი მოგემართოთ.
იმისთვის, რომ იცოდეთ, კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა და ლითონი შეესაბამება და რომელი მათგანის ტარება მოგიტანთ წარმატებასა და სიკეთეს, გთავაზობთ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს, რომლის გათვალისწინებასაც გირჩევთ:
ორშაბათი – მთვარის ენერგიის მატარებელი დღეა. გირჩევთ, ატაროთ ვერცხლის სამკაულები. ამ დღეს ბედნიერებისა და წარმატების მომტანია უფერო, გამჭვირვალე ქვები, ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. უმჯობესია, ატაროთ საფირონისთვლიანი ბეჭედი.
სამშაბათი – ამ დღეს განაგებს პლანეტა მარსი. კარგია ფოლადის სამკაულების ტარება. ასტროლოგიური ქვებიდან კი უპირატესობა ოპალსა და იასპს მიანიჭეთ.
ოთხშაბათი – ამ დღეს განაგებს მერკური. თილისმად კარგია ხისგან დამზადებული სამკაულები და მარჯნის ქვა, ასევე, ნაცრისფერი ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი. ყველა მათგანი მოგიტანთ წარმატებას და ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
ხუთშაბათი – ამ დღეს მფარველობს პლანეტა იუპიტერი. ამიტომ, უნდა ატაროთ ტყვიისგან დამზადებული დიდი ზომის სამკაულები. ქვებიდან კი – ტოპაზი ან ამეთვისტო.
პარასკევი – ამ კონკრეტულ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს და ამ დღის თილისმაა სპილენძის სამკაულები. ქვებიდან კი წარმატებებს გპირდებათ ქრიზოლითი, აქატი, ასევე, ნებისმიერი მწვანე ან ღია ფერის ქვა.
შაბათი – ამ დღის მფარველი პლანეტა სატურნია. კალისგან დამზადებული სამკაულები ამ დღის თილისმაა და ადამიანებს წარმატებების მიღწევასა და ბარიერთა გადალახვაში ეხმარება. ქვებიდან კი ატარეთ მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. ისინი დაგიცავენ ცუდი სიტუაციებისგან და ნერვულ სისტემაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენენ.
კვირა – ამ დღის მფარველი პლანეტა მზეა, თილისმა კი – ოქრო. ამ ლითონის სამკაულების ტარება წინა პლანზე წარმოაჩენს ადამიანის ინდივიდუალურობას და შარმს, ხელს უწყობს გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებას. ქვებიდან კი თილისმად უნდა ატაროთ ლალი ან ქარვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან