9-15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
პროექტების რეალიზება, გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. ფინანსური საკითხების მოგვარებისათვის, დაიხმარეთ გავლენიანი პირები. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით.
კურო ♉
წარმატების მისაღწევად, ბევრი მუშაობაა საჭირო. ენერგიის ნაკლებობის გამო, ხშირად მოგინდებათ განმარტოება და დასვენება. არსებობს ძველ პარტნიორებთან შეხვედრის ალბათობა, რაც გააცოცხლებს ადრინდელ გრძნობებს.
ტყუპები ♊
თქვენს მომხიბვლელობას, მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის და მოგზაურობისათვის. სასიკეთოდ განვითარდება ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებიც, რაც ახალ ემოციებს მოგიტანთ.
კირჩხიბი ♋
მოერიდეთ ბევრ ხალხთან კონტაქტს. არ არის რეკომენდებული რისკი და ფულის ვალში აღება. ერიდეთ იურიდიულ და საზოგადოებრივ საქმეებსაც. როგორც საქმიანი, ისე პირადი მოგზაურობები, სასიკეთოდ ჩაივლის და დადებით ემოციებს გააძლიერებს
ლომი ♌
კარგი დროა, ადრე დასახული მიზნების მიღწევისთვის. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეძიეთ დამატებითი წყაროები. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული ♍
გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. გაზრდილი ინტუიცია და თავდაჯერებულობა, დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებში წინააღმდეგობების გადალახვაში. თავისუფალი დრო, დასვენებას დაუთმეთ.
სასწორი ♎
იმოქმედეთ დინჯად და ერიდეთ აზარტულ თამაშებსა და საქმეში რისკს. თავს ენერგიულად იგრძნობთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან. კარგი დროა მოგზაურობისთვის. მოლაპარაკებები, სასურველ შედეგს გამოიღებს.
მორიელი ♏
გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების გამოხატვა და იდეების ჩამოყალიბება. სასიყვარულო ურთიერთობაში, დროებითი სიცივე დაისადგურებს. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა.
მშვილდოსანი ♐
ინტენსიური შეხვედრების, ახალი ნაცნობობის, ინტელექტუალური კავშირებისა და ინფორმაციის გაცვლისათვის საუკეთესო დროა. ახალი რომანტიკული გრძნობა, შეიძლება უეცრად ჩამოგიყალიბდეთ. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად.
თხის რქა ♑
ბუნდოვან სიტუაციებში, დახმარება სთხოვეთ ავტორიტეტულ პირებს. უცხოეთში გამგზავრება, ამ პერიოდში დიდ წარმატებას გიქადით. უთანხმოების შემთხვევაში, კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანს პირისპირ და გულღიად დაელაპარაკებით.
მერწყული ♒
თავს სანაქებოდ იგრძნობთ და შეძლებთ გაუძლოთ დატვირთვებს. მოგინდებათ საზოგადოების მაღალ ფენაში ადგილის დაკავება. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები, კარგ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისა და ქორწინებისთვის.
თევზები ♓
მეტი დრო დაუთმეთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად აუცილებელია ბევრი შრომა, თუმცა შედეგს აუცილებლად დაინახავთ. შესაძლოა, აღადგინოთ ადრინდელი რომანტიკული ურთიერთობა. თავისუფალი დრო, დასვენებას დაუთმეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



