ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 9 - 15 იანვარი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.01, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. მოერიდეთ სპონტანურ სასიყვარულო კავშირებს. მოგზაურობა კი სჯობს წინდაწინ დაგეგმოთ, რათა არ გადააწყდეთ გაუგებრობებს.

კურო ♉

მიუხედავად გადაღლილობისა და ფიზიკური ძალის ნაკლებობისა, თავს სანაქებოდ იგრძნობთ, რაც გაზრდის კონტაქტების რაოდენობას და სასიკეთოდ აისახება თქვენს მომავალ საქმიანობაზე. გამოცდილი ადამიანები, მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.

ტყუპები ♊

პერიოდული მარტოობა ახალი ფასეულობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ხოლო ბუნებასთან სიახლოვე ენერგიით შეგავსებთ. საყვარელ ადამიანს კი ნუ გაუბრაზდებით, თუ მას გარემოებების გამო ნაკლები თავისუფალი დრო ექნება.

კირჩხიბი ♋

მოიმატებს ენერგეტიკული პოტენციალი, რისი მეშვეობითაც შეძლებთ ახალი კავშირების დამყარებას. უცნობ ადამიანებს ნუ გაუმხელთ იდეებსა და ჩანაფიქრებს. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან დანაკარგის დაბრუნების შანსი არ განმეორდება.

ლომი ♌

იდეების ხორცშესხმა სჯობს მოგვიანებით დაიწყოთ, როცა თქვენი ფსიქოემოციური და ფინანსური მდგომარეობა მეტად მყარი იქნება. სჯობს მეტი დრო დაყოთ სახლში. დაუოჯახებელმა ლომებმა, სასურველია ყურადღება მიაქციონ თანამშრომლებს, რადგან შესაძლოა ახალ რომანს ჩაეყაროს საფუძველი.

ქალწული ♍

შარმი და მომხიბვლელობა დაგეხმარებათ როგორც პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში, ასევე მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაშიც. გაგიადვილდებათ ახალი ინფორმაციის მიღება. არ გარისკოთ. მოგზაურობები სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

სასწორი ♎

ეცადეთ არ აჰყვეთ გარშემომყოფებს და არ დაკარგოთ კარგი პერსპექტივები. დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება გარკვეულ შემოსავალს გპირდებათ. პერიოდულად დაისვენეთ, რათა ზედმეტმა ემოციებმა არ გადაგღალოთ.

მორიელი ♏

ენერგიული და ოპტიმისტური განწყობა მიზნის მიღწევას გააადვილებს. რეალურად შეაფასეთ მოვლენები და გარემოებები, დროულად გააკეთეთ არჩევანი და დაიწყეთ მოქმედება. მოერიდეთ რისკსა და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი ♐

მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, პირად ურთიერთობებში პირდაპირობასა და აგრესიულობას, რათა საყვარელ ადამიანთან კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს. სიამოვნებას მოგიტანთ მოგზაურობისას თავგადასავლები.

თხის რქა ♑

მოუსმინეთ სხვის რჩევებს, რათა მეტად წარმატებულად იმოქმედოთ. სასურველია ზომიერება დაიცვათ ყველაფერში: გართობაშიც, მუშაობაშიც, კვებაშიც და დასვენებაშიც. პირადი და საოჯახო ურთიერთობები უფრო მყარი და ძლიერი გახდება.

მერწყული ♒

არ გარისკოთ. შემოქმედებითი სამუშაო, მოლაპარაკებები და მოგზაურობა მოგებას მოგიტანოთ. პირად ცხოვრებაში დროულად გააკეთეთ არჩევანი, რათა სასიყვარულო პარტნიორმა უარი არ თქვას ურთიერთობის გაგრძელებაზე. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, სჯობს დროულად მიმართოთ ექიმს.

თევზები ♓

თავს ენერგიულად იგრძნობთ. საქმეში, რადიკალურ ცვლილებებს ერიდეთ. გაიზრდება კონტაქტებისა და შეხვედრების რაოდენობა. ახლობლებისგან მიღებული საჩუქრები გაგახარებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ყველა პრობლემას დაგავიწყებთ და რომანტიულ განწყობას დაგიბრუნებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა