ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 8 – 14 მაისი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.05, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ადრე დაწყებული საქმეები ადვილად დასრულდება, ძველი პრობლემები კი მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები, რათა არ შეგექმნათ პრობლემები. არ დახარჯოთ თავისუფალი დრო მხოლოდ გართობასა და პირად ინტერესებზე.

კურო ♉

ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. გაიზრდება ორგანიზებულობა და შემოქმედებითი უნარი. ნებისმიერ გავლენიან ადამიანთან ადვილად იპოვით საერთო ენას. გააკონტროლეთ ქცევები, განსაკუთრებით პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან მიმართებაში.

ტყუპები ♊

იფიქრეთ მომავალზე და სამომავლო პერსპექტივებზე. გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რჩევები. შესაძლოა მიიღოთ შემოსავალი ადრე დაწყებული საქმისგან. მოერიდეთ მძიმე საკვებს და ალკოჰოლს, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობა.

კირჩხიბი ♋

თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და მომავლის იმედი დაგეხმარებათ სწორი არჩევანი გაკეთებასა და წარმატებით მოქმედებაში. ნაკლებად გაღიზიანდით გარშემომყოფებზე და თავდაჯერებულად აკეთეთ თქვენი საქმე.

ლომი ♌

კარგი დროა დამოუკიდებლად მუშაობისათვის. თუმცა, ახალი ინფორმაციის ათვისებისა და საჭირო კავშირების დამყარებისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ ახლობელი ადამიანების დახმარება. სასიყვარულო ურთიერთობა გაძლიერდება და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

ქალწული ♍

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. ჯანმრთელობა დაგეხმარებათ აქტიურ მუშაობასა და ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარებაში. დაკვირვების უნარი ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას. საყვარელი ადამიანი ბევრ სითბოსა და სიყვარულს გაჩუქებთ.

სასწორი ♎

სამუშაოს ადვილად გაართმევთ თავს. სასიყვარულო კავშირი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების სტიმულად იქცევა. შესაძლოა აღადგინოთ ადრე გაწყვეტილი ურთიერთობაც. გადაადგილებების რიცხვი მოიმატებს, რაც თქვენს ცხოვრებას მეტად საინტერესოს გახდის.

მორიელი ♏

ხანგრძლივი პროექტები და საქმიანი აქტიურობა მომავალში შემოსავალს გპირდებათ. არ გარისკოთ და ყველა ადამიანს გულღიად ეურთიერთეთ. მიღებული ინფორმაცია, გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ.

მშვილდოსანი ♐

მოიმატებს ენერგიულობა, აქტიურობა და კომუნიკაბელურობა. არ აჰყვეთ ცდუნებებს. ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის მიღებისას. ოჯახში პრობლემების ან უთანხმოების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თხის რქა ♑

წარმატებით მოქმედებისათვის აუცილებელია ბრმად არ ენდოთ მიღებულ ინფორმაციას და გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ. უარს ნუ იტყვით ახალ შემოთავაზებებზე. შორეული მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ.

მერწყული ♒

მშვიდი პერიოდია. არ გაფლანგოთ ფული ტყუილუბრალოდ. მეტად ტაქტიანი იყავით საყვარელ ადამიანთან. მოგინდებათ მეტი ფიქრი საკუთარ ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და სიამოვნებაზე, თუმცა პირად და სასიყვარულო ცხოვრებას ჯერ ვერ შეცვლით. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

თევზები ♓

მოგიწევთ გააქტიურდეთ, დაამყაროთ ახალი კავშირები, ეურთიერთოთ ბევრ ხალხს, გამოიჩინოთ ორგანიზატორული და ლიდერის თვისებები. მოგზაურობები სჯობს გადადოთ. სასიყვარულო ურთიერთობები სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა