8-14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ფსიქოსომატური მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს პარტნიორებთან. საყვარელ ადამიანთან უმიზეზოდ ურთიერთობას ნუ გააფუჭებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კურო ♉
ახლის ათვისება გაგიადვილდებათ. ძვირადღირებულს ნურაფერს შეიძენთ. საყვარელ ადამიანს ნუ მოახვევთ თქვენს აზრს ძალდატანებით. ნუ ენდობით უცნობებს.
ტყუპები ♊
კარგი დროა გეგმებისა და მიზნების კორექტირებისთვის. მოულოდნელი ინფორმაცია გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. მშვიდ გარემოში გაგიადვილდებათ განვლილი პერიოდის გაანალიზება და ახალი მიზნების დასახვა.
კირჩხიბი ♋
მიმდინარე მოვლენები, ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს მსოფლმხედველობაში. ურთიერთობისას იღბალი გაგიღიმებთ და გაგიადვილდებათ საქმეებში წარმატების მიღწევა. გადაადგილებები დაუკავშირდება ოჯახს ან გართობას.
ლომი ♌
ხშირად მოგეძალებათ სიზარმაცისა და დაღლილობის შეგრძნება. ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, შეიკავეთ თავი. არ გადაიტვირთოთ და ხშირად დაისვენეთ. კარგი დროა, ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებისათვის.
ქალწული ♍
ყველა ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ, რადგან შეცდომები ცუდად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომaრეობაზე. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასიყვარულო და საქორწინო სფეროში, ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ.
სასწორი ♎
ფინანსური გარიგებებისათვის ცუდი დროა, რადგან შესაძლოა დანაკარგი განიცადოთ. სიტყვაზე ნურავის ენდობით. პირად ცხოვრებაში კი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სასიამოვნო სიახლეებსა და სიურპრიზებს.
მორიელი ♏
განწყობის ცვალებადობა მიზნების ხშირ ცვლილებას გამოიწვევს. ეცადეთ არავის ეკამათოთ. ახალი საქმიანი პარტნიორები დახმარებას გაგიწევენ პროფესიულ საკითხებში. სასიყვარულო სფეროში გამოიჩინეთ მეტი მოთმინება.
მშვილდოსანი ♐
დაეყრდენით ინტუიციას. თავშეკავება, ნებისყოფა, და ადამიანების დარწმუნების უნარი, დაგეხმარებათ პროფესიულ სფეროში პოზიციების გაძლიერებაში. პირად ურთიერთობებში, ეცადეთ იყოთ მეტად გახსნილი.
თხის რქა ♑
მოიმატებს ენერგია და გამძაფრდება ემოციურობა, რაც კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს. განმარტოება დასვენების და აზრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. მოგზაურობისას აუცილებელია სიფრთხილე და დაკვირვება.
მერწყული ♒
სირთულეებია მოსალოდნელი გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ნაკლებად ნაცნობ ხალხთან ურთიერთობას. ეჭვიანობის ნიადაგზე დიდია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის ალბათობა. დასვენება, დადებითად იმოქმედებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე.
თევზები ♓
თავი აარიდეთ ფარულად მოქმედებას, დამოუკიდებლად ნურაფერს გადაწყვეტთ და ინფორმაცია გადაამოწმეთ. შეამცირეთ გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. ერიდეთ, სარისკო მოქმედებებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



