კვირის პროგნოზი 7-13 ივლისი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.07

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი და ინტელექტუალური მონაცემები. მეტად კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და ქმედითუნარიანი გახდებით. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. გაიზრდება მომხიბვლელობა და ვნებიანობა.
კურო ♉
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების განსაკუთრებული სიმპათიის წყალობით წარმატება გელით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებში. თუ გამოიყენებთ ხელსაყრელ მომენტს, კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ.
ტყუპები ♊
გაიზრდება თქვენი იღბლიანობა, ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებაში. კარგი პერიოდია ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. მეტად მომთმენი იაყვით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ან საქორწინო ურთიერთობას.
კირჩხიბი ♋
სჯობს შეამციროთ შეხვედრები და გადაადგილებები. პრობლემების წარმოქნისას არ აჰყვეთ ემოციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა ერთ კავშირსა და საქმეს მიაყენებთ ზიანს. საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში აქტიურად ნუ ჩაერევით.
ლომი ♌
კარგი დროა, პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. საქორწინო ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით, შესძლებთ ზემეტ დანახარჯებისათვის თავის არიდებას.
ქალწული ♍
გაგიჭირდებათ პროფესიული და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. ამიტომ, იმუშავეთ ჯგუფურად, რათა გაუმკლავდეთ დასახულ ამოცანებს. პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, დროულად გააკონტროლეთ.
სასწორი ♎
გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა. თავდაჯერებულობას შეგმატებთ პროფესიული წარმატება. საქმეების გამო ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და დასვენებისათვის. მოერიდეთ გადამეტებულ ხარჯებს.
მორიელი ♏
თქვენი ენთუზიამი გადამდებად იმოქმედებს გარშემომყოფებზე. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ პირად და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფად შეცვალოს ახალმა რომანმა.
მშვილდოსანი ♐
თქვენს წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება. დროის მცირე მონაკვეთში, ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ ყველა ადრე დაწყებულ პროექტს. ცხოვრებისეული გეგმების შეცვლით კი, გაგიადვილდებათ მიზნების დასახვა.
თხის რქა ♑
ენერგიული პერიოდია. თუ რეალისტი იქნებით, საფუძველს ჩაუყრით ახალ პროექტებსა და წამოწყებებს. მგზაურობებისაგან, სჯობს თავი შეიკავოთ. ნუ დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას უცნობ ადამიანებთან, რადგან ამის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.
მერწყული ♒
შესაძლოა მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც თქვენს კარიერაში და სოციალურ მდგომარეობაში ცვლილებებს გამოიწვევს. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება, თუმცა წარმატებისათვის აუცილებელია კოლეგებთან კარგი ურთიერთობის დამყარება.
თევზები ♓
გაიზრდება თქვენი როლი ახლობლების, ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა და ნათესავების ცხოვრებაში. მოგიწევთ ერთდროულად არა ერთ პრობლემაზე ფიქრი და ბევრი საქმის შესრულება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან