ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 7 - 13 ოქტომბერი

№41

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

მიხეილ გაცარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

არაა რეკომენდებული რისკი და ფინანსური ოპერაციების ჩატარება. მოერიდეთ ფულის მეგობრებთან ერთად საქმეში დაბანდებას, რადგან არსებობს დაკარგვის ალბათობა. ორაზროვანი სიტუაციიდან რთული იქნება თავის დაღწევა. მოგზაურობა არაა მიზანშეწონილი.

კურო ♉

ნუ გექნებათ ფარული საქმეებისა და საიდუმლო მფარველების დახმარების იმედი. დაეხმარეთ ახლობლებს და აღადგინეთ ურთიერთობები. ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ საშუამავლო საქმიანობით ან მეგობრებისა და ნათესავების დახმარების მეშვეობით.

ტყუპები ♊

ახალი ნაცნობები მომავალში დიდ დახმარებას გაგიწევენ. ეცადეთ, ნაკლები პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში მეტი დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და დასვენებისთვის. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა.

კირჩხიბი ♋

უკეთ გაერკვიეთ არსებულ მოვლენებში, რათა დააღწიოთ თავი გაუგებრობებს. კოლეგებთან ფრთხილად იყავით რათა არ მოგატყუონ ან არ მოგაწოდონ ცრუ ინფორმაცია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებს.

ლომი ♌

ოჯახის წევრები ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას ბიზნესსა და პირად საქმიანობაში. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, მჭევრმეტყველება და რომანტიკულობა. მზად იქნებით თავგადასავლებისა და ახალი ნაცნობობისთვის.

ქალწული ♍

საქმეებში შეფერხებები დაუკავშირდება გაუგებრობებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებას. გაიზრდება შეხვედრებისა და მოლაპარაკებების რაოდენობა, მათ შორს, ავტორიტეტულ ადამიანებთან. რომანტიულ ურთიერთობებს ნუ გააბამთ უცნობებთან.

სასწორი ♎

კარგი დროა კონტრაქტების დასადებად, ქორწინებისათვის. ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. მოერიდეთ სპონტანურ სასიყვარულო კავშირებს.

მორიელი ♏

ბოროტად არ გამოიყენოთ ძალაუფლება და არ დახარჯოთ სამუშაო დრო გართობასა და პირად ინტერესებზე. იმპულსური და გაუაზრებელი ქცევები მომავალში ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერასა და მთლიანად ცხოვრებაზე. მოგზაურობა, წარმატების მომტანი არ იქნება.

მშვილდოსანი ♐

ზედმეტად პედანტური ნუ იქნებით წვრილმანების მიმართ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას სასიყვარულო ან მეგობრულ ურთიერთობებში და ნურავისთან იქნებით უხეში. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე მოძრაობისას.

თხის რქა ♑

უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საქმიანი პარტნიორების რჩევებს, რადგან ფინანსურ საკითხებში დამოუკიდებლად მოქმედებისას შეიძლება დაუშვათ შეცდომები. პირად ცხოვრებაში მოუწესრიგებელი ურთიერთობა, თქვენი განწყობის ცვალებადობის მიზეზი გახდება.

მერწყული ♒

კოლეგებთან კორექტული იყავით. ორგანიზმს ნუ გადაღლით. ზედმეტად ბევრი ფულის უყაირათოდ ხარჯვას ერიდეთ. საყვარელ ადამიანთან ხშირად და ბევრი იკონტაქტეთ, გაცვალეთ ინფორმაცია და დაიმუხტეტ დადებითად.

თევზები ♓

ენერგიის ნაკლებობა შეასუსტებს თქვენს აქტიურობას. გაგიჭირდებათ სწრაფად მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება. ბევრ ძალისხმევას მოითხოვს სახლის საქმეებიც. მოგზაურობა და მივლინებები, გაზრდის თქვენს შესაძლებლობებს და მოგიტანთ კარგ შემოსავალს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა